» » სებასტიან რუდი: შეცდომების გამოსწორება გვსურს

სებასტიან რუდი: შეცდომების გამოსწორება გვსურს

30-11-2017, 10:36 -ss- სიახლეები / ანონსი 0

სებასტიან რუდი: შეცდომების გამოსწორება გვსურს
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი სებასტიან რუდი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პარი სენ-ჟერმენთან" მოახლოებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, 27 წლის "ბავარიელმა" აღნიშნა, რომ გუნდის თითოეული ფეხბურთელი, ხსენებულ შეხვედრას მოუთმენლად ელის და მათში ერთგვარი რეაბილიტაციის სურვილი მძლავრობს.

"პარიზში გამართულ შეხვედრაში, ჩვენ სამბურთიანი სხვაობით დავმარცხდით და ახლა "ბაიერნის" თითოეულ ფეხბურთელს რეაბილიტაცია და დაშვებული შეცდომების გამოსწორება სწადია. დაუშვებელია ასეთ მარცხთან შეგუება. მოახლოებულ მატჩში ჩვენი მიზანია, სულ სხვა ფეხბურთის დემონსტრირება და გამარჯვების მიღწევა."-ციტირებს სებასტიან რუდის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნული ტურნირის ეგიდით, 5 დეკემბერს მიუნხენის "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს და რევანშის აღებას შეეცდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზეა ჩანიშნული.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.