» » ჩაბი ალონსო: "დასვენება მჭირდება"

ჩაბი ალონსო: "დასვენება მჭირდება"

30-11-2017, 11:06 -ss- სხვადასხვა 0

ჩაბი ალონსო:
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო, ჟურნალისტებთან საუბრისას, საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ შეეხო და აღნიშნა, რომ გარკვეული დროით ფეხბურთისაგან სრული დისტანცირება სურდა. გარდა ამისა, ვეტერანმა "ბავარიელმა" ინტერნეტ-გამოცემა Marca-სთან საუბრისას, მის სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"როგორც იცით, მე მივიღე გადაწყვეტილება საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით. დასვენებისთვის მე უბრალოდ დრო მჭირდებოდა. მართალი გითხრათ, ახლაც არ ვიცი ეს რამდენ ხანს გასტანს. ვფიქრობ, არ შეიძლება დაასრულო კარიერა და იმწამსვე მთავარ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და საკმაოდ მაღალ დონეზეც შემეძლო კონკურენციის გაწევა, მაგრამ მე ფეხბურთისაგან სრული დისტანცირება და ჟანგბადის მიღება მსურდა. რა იქნება შემდგომ, ამას მომავალი გვიჩვენებს"-აღნიშნა ალონსომ.

ყველასათვის ცნობილი სპორტული ვებ-გვერდის, transfermarkt-ის ინფორმაციით, საკუთარი საკლუბო კარიერის განმავლობაში ალონსომ 689 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 43 გატანილი გოლის და 57 შედეგიანი გადაცემის ავტორი. არის არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.