» » "ახლა ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებ"

"ახლა ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებ"

30-11-2017, 23:13 dachi8 სიახლეები / ინტერვიუ 0

დაახლოებით 1 წლის წინ, ხავი მარტინესის ცხოვრება ძლიერად შეიცვალა. ესპანელი პირველად გახდ მამა. ამ ცვლილების შესახებ და კიდევ სხვა მრავალზე „ბავარიელი“ ინტერვიუს მე-2 ნაწილში fcbayern.com-ს ესაუბრება.





ინტერვიუ ხავი მარტინესთან: ნაწილი მე-2

ამ სეზონში ტრავმებმა შეგაწუხა, გლაზგოში ღია ტრავმა მიიღე, ხოლო მანამდე რამოდენიმე კვირით ადრე მხარი დაიზიანე. კიდევ გაქვს პრობლემები მხართან დაკავშირებით?

- „მხარის ტრავმა არასერიოზული იყო, მაგრამ ძალიან მტკივნეული. თუმცა მაინც ვთამაშობდი ტკივილებთან ერთად, ზოგჯერ კი ტკივილგამაყუჩებლებით გამოვდიოდი. მაგრამ ასეთი რამ ხშირად ხდება ფეხბურთში“.

შენი შვილი ლუკა, უკვე 1 წლისაა. ტრავმები ორმაგად მტკივნეულია, როდესაც მამა ხარ?

- „იცით, ჩემთვის ყველაზე არასასიამოვნო ტრავმებში რა არის? ის, რომ ამ კვირების განმავლობაში ჩემი შვილის ხელში აყვანა არ შემეძლო, ჩემთვის ეს იყო ყველაზე რთული“.

როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება შვილის დაბადების შემდეგ?

- „მან ყველაფერი შეცვალა. ახლა მე ცხოვრებას სრულიად განსხვავებული თვალით ვუყურებ. ლუკა ახლა ყველაზე მთავარია ჩემს ცხივრებაში. ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. მამები და დედები მიხვდებიან თუ რას ვგულისხმობ. პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ლუკას დაბადებამდე ვინმეს რომ ეკითხა მზად ვიყავი თუ არა პარაშუტით გადმოსახტომად, დაუფიქრებლად ვეტყოდი ჩემი მზაობის შესახებ. ახლა ლუკას გამო მე ორჯერ უნდა დავფიქრდე ასეთ საკითხებში. რა იქნება თუ შემთხვევით რამე მომივა?“

რამდენად ძლიერად შეცვალა იუპ ჰაინკესმა შენი კარიერა?

- „მან გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა ჩემს კარიერაში. ბილბაოში ვთამაშობდი. ეს შესანიშნავი კლუბია, ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული კლუბი მსოფლიოში, რადგან იქ აქცენტი მხოლოდ ბასკ ფეხბურთელებზე კეთდება. მაგრამ იუპ ჰაინკესი ძალიან ძლიერად იბრძოდა ჩემთვის, რომ „ბავარიაში“ გადავსულიყავი“.

რა შეიცვალა იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ?

- „არავინ იცოდა რა გაუკეთა ოთხმა წელმა ფეხბურთის გარეშე იუპ ჰაინკესს. ახლა მე ვიცი: ის უწინდელი იუპ ჰაინკესია. მას ისევ ისეთი ხასიათი აქვს, მან იცის, როდისაა საჭირო სადავეების მოზიდვა. მთავარი სხვაობა იმ პერიოდს შორის ისაა, რომ ახლა უკეთესად მესმის მისი, რადგან ჩემი გერმანული უკეთესი გახდა“. (იცინის).

იუპ ჰაინკესი დაბრუნდა და თქვენ 9 მატჩი ზედიზედ მოიგეთ. რა გააკეთა ასეთი იუპმა?

- „ჩვენ ძალიან კარგად ვვარჯიშობთ. ჩვენ მისთვის მთასავით ვართ, ის კი ჩვენთვის. ასეც უნდა გაგრძელდეს. ახლა მხოლოდ ნოემბერია და კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფა ხდება, ამის მაგალითები საკმარისია. ჩვენ მთლიანად მობილიზებული უნდა დავრჩეთ და ყოველ დღე მუხლჩაუხრელი ვშრომობდეთ“.

მომდევნო მეტოქე - „ჰანოვერია“. რა განწყობით უდგები ამ მატჩს, გლადბახში წაგების შემდეგ?

- „ეს, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ პირველივე წუთებიდან ზეწოლა უნდა განვახორციელოთ მეტოქეზე. გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია“.

შემდეგ პსჟ-თან მე-2 მატჩი გელოდებათ ჩემპიონთა ლიგაზე. უკვე ფიქრობ ამ მატჩზე?

- „ახლა ჩემს ფიქრებში მხოლოდ „ჰანოვერია“. ამ მატჩის შემდეფ უკვე პსჟ-ზე გადავერთვები. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა წარმატების საწინდარია. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიფიქროთ მხოლოდ მოახლოებულ დაპირისპირებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში 100 პროცენტით მობილიზებულნი ვერ ვიქნებით“.

კიდევ შესაძლებელია ჯგუფში გამარჯვება?

- „ეს რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. ამისათვის ჩვენ პსჟ-ს 4 ბურთიანი სხვაობით უნდა მოვუგოთ. მაგრამ ჩვენ - ბავარია ვართ. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველა ღონეს ვიხმართ. არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ჯგუფში პირველობა. გვსურს კიევში ფინალში ვითამაშოთ. ამისათვის შემდეგ წელს თითოეული მეტოქის დამარცხება უნდა შეგვეძლოს და არ აქვს მნიშვნელობა, ჯგუფიდან პირველ ადგილზე გავალთ თუ მეორეზე“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.