» » გერმანია vs. შვედეთი, ლევანდოვსკი vs. ხამესი

გერმანია vs. შვედეთი, ლევანდოვსკი vs. ხამესი

2-12-2017, 01:03 dachi8 სიახლეები 0

გერმანია vs. შვედეთი, ლევანდოვსკი vs. ხამესი
მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტულის დაცვის გზაზე გერმანიის ნაკრები საინტერესო ჯგუფში მოხვდა. კაპიტან მანუელ ნოიერს, მათს ჰუმელსს, თომას მიულერს და კომპანიას მექსიკასთან, შვედეთთან და სამხრეთ კორეასთან დაპირისპირება მოუწევს. ამგვარი ჯგუფი ბუნდეს ნაკრებს პარასკევს საღამოს გამართულ კენჭისყრაზე შეხვდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის თასი მიროსლავ კლოზემ წარადგინა.

სხვა „ბავარიელებს“ ასევე საინტერესო მექტოეები შეხვდნენ. კორენტენ ტოლისოსა და კინგსლი კომანს ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიასთან, პერუსთან და დანიასთან დაპირისპირება მოუწევს.

რობერტ ლევანდოვსკი თავის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, თავის თანაგუნდელს ხამეს როდრიგესს დაუპირისპირდება, ასევე სენეგალსა და იაპონიას შეხვდება.

ტიაგო ალკანტარას ესპანეთი ჯგუფ „ბ“-ში ევროპის ჩემპიონ პორტუგალიასთან ითამაშებს, ასევე მოროკოსთან და ირანთან.

ტურნირი 14 ივნისს დაიწყება რუსეთი - საუდის არაბეთის მატჩით, მოსკოვის სტადიონზე „ლუჟნიკი“. აქვე 15 ივლისს ტურნირის ფინალი გაიმართება.

კომენტარები კენჭისყრის შემდეგ:

მანუელ ნოიერი: „ჩვენ ის მეტოქეები შეგვხვდნენ, რომლებსაც არ ვიცნობთ. პირადად მე უფრო მომწონს, როდესაც გუნდები ჩვენთვის ნაცნობია. ყველა მოწინააღმდეგე მეტად სერიოზულია, მაგრამ ჩვენი მიზანი ამით არ იცვლება: ჩვენ ჯგუფში პირველი ადგილზე ფინიშირება გვსურს. მექსიკა როგორც წესი აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. შვედეთმა იტალია ჩამოიტოვა, ამიტომ არ ველით, რომ ადვილი იქნება. სამხრეთ კორეა ცნობილია, როგორც ძლიერი გუნდი. საინტერესო გუნდია 3 მეტოქისაგან, 3 კონტინენტიდან".

თომას მიულერი: „საინტერესო ჯგუფია. მსოფლიოს ყველა მხარის წარმომადგენლებით. თავისი მახასიათებლებით ეს 3 სრულიად განსხვავებული გუნდია. თითოეული მატჩისთვის უნდა განვეწყოთ. მექსიკასთან უკვე გვქონდა გამოცდილება კონფედერაციის თასზე. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი ეს სრულიად სხვა განზომილებაა. ჯგუფი რთული იქნება ან პირიქით ადვილი იმის და მიხედვით თუ რა ფორმაში ვიქნებით“.

ჟერომ ბოატენგი: „ჩვენ ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს მექსიკა და სამხრეთ კორეა - გუნდებია სხვა კონტინენტებიდან. ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამ ჯგუფში ფავორიტები ვართ“.

რობერტ ლევანდოვსკი: „ჩვენ ადვილი ჯგუფი არ შეგვხვედრია. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ. კარგია, რომ ისეთი საინტერესო მოწინააღმდეგენი გვეყოლება. განსაკუთრებით ველოდები კოლუმბიასთან მატჩს, სადაც ხამესი ასპარეზობს“.

კინგსლი კომანი: „ჩვენ ნორმალურ ჯგუფში ვართ. შეგვიძლია თითოეული მეტოქე ჩამოვიტოვოთ. ჩვენი მიზანი აუცცილებლად ტირნირზე შორს გასვლაა“.

კორენტენ ტოლისო: „რთული ჯგუფია, ძლიერი მეტოქეებით. ჩვენ ძლიერად უნდა დავიძაბოთ, რომ 1/8-ში გავიდეთ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.