» » Goal: ჰაინკესმა ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბი გააკრიტიკა

Goal: ჰაინკესმა ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბი გააკრიტიკა

4-12-2017, 11:10 -ss- სიახლეები 2

Goal: ჰაინკესმა ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბი გააკრიტიკა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, "რეკორდმაისტერის" ყოფილ თავკაცს, კარლო ანჩელოტსა და მის სამწვრთნელო შტაბს აკრიტიკებს. ამის შესახებ ინფორმაციას, ინტერნეტ-პორტალი Goal-ი ავრცელებს. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, 72 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "ბავარიულ გრანდს" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი ესაჭიროებოდა და აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებისაგან, იტალიელი სპეციალისტი თავს იკავებდა.

"დიახ, "ბაიერნს" ესაჭიროება ცენტრალური თავდამსხმელი, მაგრამ მწვრთნელებს არ სურდათ მსგავსი ფეხბურთელის შეძენა. აუცილებელია ამის გაგება. სამწვრთნელო შტაბი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, გუნდში მეორე კვალიფიციური თავდმასხმელის მოყვანის. ასეთ შემთხვევაში, რისი გაკეთება შეუძლია კლუბის ხელმძღვანელობას?! "-აღნიშნა ჰაინკესმა.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, იუპ ჰაინკესი ასევე შეეხო კიდევ ერთ აქტუალურ თემას, რომელიც ამჯერად უკავშირდება გერმანიის ეროვნული ნაკრების ასპარეზობას, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ხორხე სამპაოლმა, "ბუნდესნაკრები" მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტთა სიაში არ შეიყვანა.

"მე ვიცი თუ რა განაცხადა მან. ის შესანიშნავი მწვრთნელია და თქვა ის, რასაც არგენტინაში ფიქრობენ. მაგრამ მესი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელია, არასდროს გამხდარა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. მე, წარმატების მთავარ ფაქტორად, ყოველთვის კოლექტიურ მუშაობას ვასახელებდი და გერმანიის ეროვნული ნაკრების სიძლიერესაც სწორედ ეს კომპონენტი განსაზღვრავს"

"ხორხემ, სანამ ჟურნალისტებს ინტერვიუს მისცემდა, ალბათ რამოდენიმე ბოკალი წითელი ღვინო დალია. თუმცა ამის დაჯერება არ მსურს, ის ხომ ნამდვილი პროფესიონალია"- ციტირებს იუპ ჰაინკესის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა A Bola.
1
0

-ss- (4 დეკემბერი 2017 13:19)

დაბოღმილები არიან ფინალის გამო :))
1

dachi8 (4 დეკემბერი 2017 13:13)

ღვინო არა, ალბათ რამე მოწია lool
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.