» » Sport1: რაფინია საკუთარ მომავალზე საუბრობს

Sport1: რაფინია საკუთარ მომავალზე საუბრობს

4-12-2017, 12:04 -ss- სიახლეები 0

Sport1: რაფინია საკუთარ მომავალზე საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი ლეგიონერი, მარსიო რაფაელ ფერეირა დე სოუზა, იგივე რაფინია საკუთარ მომავალზე საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, 32 წლის უკანახაზელი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა კლუბების მიერ, მისი მისამართით დაინტერესება არსებობს, მაგრამ უწინარესყოვლისა იგი მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობასთან აპირებს, კონსულტაციების გამართვას და სწორედ ამის შემდგომ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

"დეკემბერში, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვას ვაპირებ, მსურს გავიგო თუ რა გეგმები აქვთ მათ ჩემს მიმართ. ნორმალურია, რომ ჩემით მრავალი კლუბი ინტერსედება, რადგანაც მოქმედ კონტრაქტს ვადა ეწურება. პირველ რიგში მე "ბავარიასთან" ვაპირებ კონსულტაციების გამართვას. როდესაც კლუბი მომცემს შესაბამის პასუხს, სწორედ ამის შემდგომ ვიფიქრებ შემდგომ ნაბიჯებზე"-განაცხადა რაფინიამ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რომელიც გერმანულ პრესაში გავრცელდა, ამჟამად კლუბის მომავალი მთავარი მწვრთნელის საკითხს ეხება. მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა, Sport1-ის ჟურნალისტებთან საუბრისას, შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"იანვრის თვის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, კლუბის მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ, გარკვეული ინფორმაციის მოწოდება შეგვეძლება. არ ვაპირებთ, ხსენებულ საკითხს სიჩქარით მივუდგეთ"-განაცხადა 40 წლის სპეციალისტმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.