» » Goal: ბოატენგი უკმაყოფილოა

Goal: ბოატენგი უკმაყოფილოა

4-12-2017, 12:37 -ss- სიახლეები 0

Goal: ბოატენგი უკმაყოფილოა
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ბუნდესლიგის ეგიდით, საფეხბურთო კლუბ "ჰანოვერის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და უკმაყოფილება გამოთქვა, საკუთარი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხზე. შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის მე-14 ტურში, ბავარიამ "ალიანც არენაზე" ჰანოვერი მიიღო და ანგარიშით 3-1 დაამარცხა მეტოქე გუნდი.

"ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ ბოლო შეხვედრაში ჩვენ, საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია. "ბაიერნი" ცუდათ იცავდა თავს და "ჰანოვერს" აძლევდა თავისუფალ სივრცეს, ისევე როგორც სახიფათო მომენტების შექმნის შესაძლებლობას. მატჩის მეორე ტაიმში ჩვენი თამაში უფრო ორგანიზებული გახდა, მაგრამ თუ ასე ვითამაშებთ "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაშიც, ჩვენ უბრალოდ გაგვანადგურებენ"-ციტირებს ბოატენგის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

ჟერომ ბოატენგისგან განსხვავებით, ოპტიმისტურადაა განწყობილი კლუბის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი. ლეგენდარულმა სპეციალისტმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განიხილა ზემოხსენებული შეხვედრის დეტალები და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში ჩვენ შორის არსებული დისტანცია საგრძნობლად დიდი იყო. "ჰანოვერი" შესანიშნავად ორგანიზებული იყო, ჩვენ გვქონდა პრობლემები კონტრშეტევებთან დაკავშირებითაც. მეორე ტაიმში "ბაიერნის "მოქმედებებში თავდაჯერებულობა შეიგრძნობოდა. შევძელით რითმის შექმნა, ისევე როგორც უამრავი საგოლე მომენტისა, რომელსაც ვერ ვიყენებდით"

"ვფიქრობ ჩვენი გამარჯვება დამსახურებული იყო, მიულერმა ხანგრძლივი შესვენების შემდგომ კვლავ ითამაშა. კომანიც ორი კვირის განმავლობაში ტრავმირებული იყო. ბოატენგიც ფორმაში შედის. ეს ყველაფერი პოზიტიურია. ჩემი აზრით, მომავალ შეხვედრებში ოპტიმიზმის საფუძველი გაგვაჩნია"-აღნიშნა ჰაინკესმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.