» » ანჩელოტი გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს

ანჩელოტი გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს

4-დეკ-2017, 13:12
0300
„ბავარიის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მიუნხენური კლუბიდან გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს.


„იყო უთანხმოებები ჩემი მუშაობის მეთოდებთან დაკავშირებით. ჩემს ფილოსოფიას მრავალი წლის განმავლობაში ვაშენებდი და არ ვაპირებ მის შეცვლას. ფეხბურთელები წელიწადში 60 მატჩს ატარებენ და ჩემი მეთოდები დაფუძნებულია ხარისხზე და არა რაოდენობაზე. საათობრივი ვარჯიშების დროს უპირატესობას ვანიჭებ იმას, რომ ფეხბურთელებმა სიჩქარეებზე იმუშაონ, ბურთთან იმუშაონ და სხვადასხვა სათამაშო სიტუაციების მოდელირებაზე ივარჯიშონ და არა ირბინონ ნახევარი საათი მონოტონურად. ფეხბურთი - ეს სიჩქარეა. მე უკვე დიდი ხანია ფეხბურთში ვარ, რომელიც შეიცვალა მას შემდეგ, რაც თამაში დავასრულე. აქცენტი ატლეტიზმზე მომაკვდინებელია ფეხბურთელებისათვის, მით უმეტეს, როდესაც სეზონში 60 მატჩია ჩასატარებელი. საჭიროა ადაპტაცია გაიარო და გონივრულად გამოიყენო დრო“, - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი გათავისუფლებული იქნა „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიმდინარე წლის 28 სექტემბერს. როგორც ცნობილია აღნიშნული გადაწყვეტილება „ბავარიის“ ხელმძღვანელობამ, ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩის პსჟ-ბავარიის დასრულების შემდეგ მიიღო, რომელიც „მიუნხენელთა“ ფიასკოთი, ანგარიშით 3:0 დასრულდა,
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..