» » "ბავარიელები" მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობენ

"ბავარიელები" მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობენ

4-12-2017, 23:26 -ss- სიახლეები / ანონსი 1

როგორც მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში, ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს. ხსენებულ გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება, პარიზელთა გამარჯვებით ანგარიშით 3-0 დასრულდა. მიუნხენელებს წინ ურთულესი მისია ელით. ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად "რეკორდმაისტერს" ოთხი უპასუხო გოლი ესაჭიროება. გთავაზობთ, "ბავარიელთა" წინასამატჩო კომენტარებს.

მატს ჰუმელსი : "ჩვენ მოგვიწევს, ისეთი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს. გატანილი ბურთების თვალსაზრისით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მათ უკვე შეძლეს რეკორდის დამყარება. ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩვენ პირველ ადგილზე გასვლას მოვახერხებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წარმოუდგენლად კარგ თამაშს ვაჩვენებთ, ხოლო მეტოქე გუნდი კი პირიქით, ვერ შეძლებს საკუთარი თამაშის დემონსტრირებას. ასე, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულება პირველ ადგილზე, ეს ალბათ მაინც აუხდენელი ოცნებაა."

სვენ ულრაიხი : "ჩვენ გვაქვს ის, რაც გამოსასწორებელია. გვსურს წარმოვადგინოთ სულ სხვა "ბავარია", ვიდრე ეს პარიზში იყო, როდესაც ანგარიშით 3-0 დავმარცხდით. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ერთგული გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. ჩვენ გამარჯვება გვწადია! თუკი ყველაფერი შესანიშნავად წარიმართება, შესაძლოა ჯგუფში პირველი ადგილიც დავიკავოთ. თუმცა პირველ რიგში ჩვენ უბრალოდ გამარჯვება გვინდა, დანარჩენს განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს."

ნიკლას ზულე: "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ბუნდესლიგაში, უახლოეს მდევართან არსებული სხვაობა ექვს ქულას შეადგენს, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ჩვენ "პლეი-ოფში" გასვლა მოვახერხეთ. ტოპ-კლუბების წინააღმდეგ ბრძოლა, შესანიშნავია და ხვალინდელ დღესაც დიდი ოპტიმიზმით ველით. პარიზელებთან გამართულ პირველ შეხვედრაში, ჩვენ სამი ბურთი გაუშვით, ეს ნამდვილად შავი დღე იყო. თამაში ისე არ წაგვივიდა როგორც ვგეგმავდით. იუპ ჰაინკესის თაოსნობით, ჩვენი საქმე უკეთ მიდის. გუნდი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს."

იუპ ჰაინკესი : "რეალისტები უნდა ვიყოთ. თუკი ჩვენს გუნდებს შორის არსებულ ბურთების სხვაობას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ რომ პირველი ადგილისათვის აღარ ვიბრძვით. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, ისეთი მეტოქის წინააღმდეგ როგორიც "პარი სენ-ჟერმენია". გასულ სეზონში, ამ გუნდში განხორციელებულმა ინვესტიციამ ნახევარმილიარდს მიაღწია. გვსურს გულშემატკივრების წინაშე კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცივა. იმედს ვიტოვებთ, რომ მაყურებლები მატჩს გაახურებენ. რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე გასვლა კარგია, მაგრამ როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, ტურნირის შემდგომ სტადიებზე, ეს განსაკუთრებულ შეღავათებს არ იძლევა."
1
1

dachi8 (4 დეკემბერი 2017 23:59)

ყველამ თუ უშეცდომოდ ითამაშა, მაშინ მოიგებენ bayern
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.