» » ბავარიელები სულმოუთმენლად ელიან პარიზელებთან თანაბარ ბრძოლას

ბავარიელები სულმოუთმენლად ელიან პარიზელებთან თანაბარ ბრძოლას

4-12-2017, 23:56 dachi8 სიახლეები 0

ბავარიელები სულმოუთმენლად ელიან პარიზელებთან თანაბარ ბრძოლას
საუკეთესო მატჩი ბოლოსკენ მოიტოვეს! ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, სამშაბათს „ბავარია“ „ალიანც არენაზე“ პსჟ-ს მიიღებს (23:45სთ). ბავარიელებს პარიზში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, სხვა სახის ჩვენება სურთ. როგორც ნიკლას ზიულემ აღნიშნა, საუკეთესო შემთხვევაში გერმანიის რეკორდმაისტერს შეეძლება ჯგუფ ბ-დან პირველი ადგილიდან გავიდეს.

„გვსურს სხვა „ბავარია“ ვანახოთ, ვიდრე ეს პირველ მატჩში იყო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ ხომ მშობლიური მაყურებლის წინაშე ვთამაშობთ“,- განაცხადა გოლკიპერმა სვენ ულრაიხმა. „ჩვენ უბრალოდ გამარჯვება გვსურს. შეიძლება თუ ყველაფერი კარგად წავა, შევძლებთ და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უბრალოდ მოგება გვსურს, შემდეგ კი ვნახავთ“.


პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

იმისათვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ, „ბავარიამ“ 4 ბურთიანი სხვაობით უნდა მოუგოს ფრანგულ კლუბს. საკმაოდ რთული ამოცანაა იმ გუნდის მიმართ, რომელმაც წინა 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა და 24 გოლი გაიტანა, გაშვებული ბურთი კი მხოლოდ 1 აქვთ.

„ჩვენ იმ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელიც ამ სეზონში წარმოუდგენლად კარგად თამაშობს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მათ უკვე დაამყარეს რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობით. საჭიროა მატჩს რეალისტურად შევხედოთ. ჩვენ შეგვიძლია პირველ ადგილზე გავიდეთ, თუ შესანიშნავ თამაშს ვაჩვენებთ, ხოლო პსჟ-ს პირიქით დღე ჩაუვარდება. ამიტომ ჯგუფში გამარჯვება განუხორციელებელი ოცნებაა“, - აზრი გამოთქვა მათს ჰუმელსმა.


ჰაინკესი გონივრულად აზროვნებს

ამიტომ საჭირო იქნება ყველაზე მთავარზე კონცენტრირება, ხაზი გაუსვა დავიდ ალაბამ. „ჩვენ გვსურს კარგად მოვემზადოთ და მატჩს გამარჯვებულის განწყობით მივუდგეთ. ასეთი იქნება ჩვენი მიზანი. გვესმის, რომ ადვილი არ იქნება. მოედანზე ის უნდა ვანახოთ, რასაც მწვრთნელი დაგეგმავს“.

იუპ ჰაინკესმა მოუწოდა „რეალისტურად“ შეაფასონ სიტუაცია ჯგუფში. „არასწორი იქნებოდა იმის განცხადება, რომ ჩვენ ჯგუფში გამარჯვებისთვის ვითამაშებთ“, - იძახის მთავარი მწვრთნელი. „საქმე პრესტიჟს ეხება. გვსურს პირველი მატჩი დავიწყებას მივცეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არა მხოლოდ დავანახებთ სწორ განწყობას, არამედ ასევე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის შესანიშნავ თამაშსაც ვანახებთ. ეს თანაბარი გუნდების დაპირისპირება იქნება“.


განაცხადი უცვლელია

საკადრო კუთხით, ჰაინკესი ცვლილებებს არ ელოდება „ჰანოვერთან“ ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით. „განაცხადი იგივე იქნება“, - განაცხადა იუპმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას მატჩის დღეს მიიღებს. თომას მიულერმა და ფრანკ რიბერიმ, შაბათს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მინდორზე დაბრუნება იზეიმეს. მაგრამ ჰაინკესს არ სურს ორივე ფეხბურთელი საჭიროზე მეტად დატვირთოს. კინგსლი კომანს პატარა პრობლემები აქვს „ჰანოვერთან“ მატჩის შემდეგ.

ამ უქმეებზე, „პსჟ“-მ „სტრასბურგთან“ მარცხი განიცადა ანგარიშით 1:2, მაგრამ „ბავარიელთა“ რიგებში ამას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. „ჩემთვის ამ მარცხმა არაფერი არ შეცვალა. პსჟ კვლავ უმაღლესი დონის გუნდია“, - განაცხადა კომანმა. რობერტ ლევანდოვსკი: „ჩვენ უბრალოდ კონცენტრირებულნი ვიქნებით იმაზე, რომ საიმედო თამაში ვაჩვენოთ დაცვაში და ძლიერი შეტევაში. გვსურს დავანახოთ, რომ პსჟ-ზე უკეთეს გუნდს წარმოვადგენთ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.