» » AS: რობენი მადრიდში გატარებულ პერიოდს იხსენებს

AS: რობენი მადრიდში გატარებულ პერიოდს იხსენებს

5-12-2017, 10:47 -ss- სიახლეები 0

AS: რობენი მადრიდში გატარებულ პერიოდს იხსენებს
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, ესპანურ სპორტულ გამოცემა AS-თან მიცემულ ინტერვიუში, მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში გატარებულ პერიოდს იხსენებს. 33 წლის ვინგერის განცხადებით, როდესაც იგი "სამეფო" კლუბის რიგებს ტოვებდა, ფიქრობდა რომ ეს მის კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა, საპირისპირო აჩვენა.

"როდესაც მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახლდით, მაშინ ჩვენს მიზანს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგება წარმოადგენდა. ეს ჩემი დიდი ოცნებაც იყო. მაგრამ იმ ორი წლის განმავლობაში, რა დროც კლუბში გავატარე, ჩვენ ხსენებულ მიზანს ვერ მივაღწიეთ. როდესაც მადრიდის "რეალს" ვტოვებდი ვფიქრობდი, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო."

"იმ პერიოდში მიუნხენის "ბაიერნი", ევროპის მაშტაბით არც თუ ისე დამაჯერებელ ფეხბურთს დემონსტრირებდა. ჩემს მიზანს კი უმაღლესი შედეგებისთვის ბრძოლა წარმოადგენდა, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვა, ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურდა. ეს ძალიან რთული არჩევანი იყო, თუმცა შემდგომ ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა და ჩემს მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილებაც, კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა"-ციტირებს "მფრინავი ჰოლანდიელის" სიტყვებს გამოცემა AS-ი.

შეგახსენებთ, არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2009 წლის 28 აგვისტოს, სწორედ მადრიდის "რეალიდან" ჩაირიცხა და თანამედროვე ფეხბურთში საკუთარი ისტორია დაწერა. გერმანულ გრანდსა და ხსენებულ ფეხბურთელს შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. მოხდება თუ არა აღნიშნული კონტრაქტის გახანგრძლივება, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.