» » კომენტარები: ბავარია 3 : 1 პსჟ

კომენტარები: ბავარია 3 : 1 პსჟ

6-12-2017, 04:06 dachi8 სიახლეები 1

კომენტარები: ბავარია 3 : 1 პსჟ
ძლიერი თამაში აჩვენეს, ფავორიტს სძლიეს, მაგრამ ცოტა დააკლდათ ჯგუფიდან 1-ლი ადგილიდან რომ გასულიყვნენ. პსჟ-ზე გამარჯვებით 3:1 ანგარიშით, „ბავარია“ ჯგუფიდან 15 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამარჯვებაა როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივართათვის“, - განაცხადა ფრანკ რიბერიმ, რომელიც მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა.


მატჩის შემდგომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი: „გამარჯვების გასაღები გუნდის განწყობა გახლდათ. ტაქტიკურად შესანიშნავად ვმოქმედებდით. პსჟ ძალიან ძლიერია შეტევაში, ისინი ყოველთვის სახიფათო მომენტებს ქმნიან. ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. მოედანზე ყველაფერი რეალიზაციაში მოვიყვანეთ რაც კი დავგეგმეთ“.

სვენ ულრაიხი: „რევანშის აღება გვსურდა პირველ მატჩში წაგების გამო. მშვენიერია, რომ ეს გამოგვივიდა. ამ თამაშში მუშაობა მომიწია. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც თავის წარმოჩენის საშუალება გეძლევა და ამავე დროს შენს გუნდს ეხმარები“.

ფრანკ რიბერი: „მოხარული ვარ, რომ 2 თვის შემდეგ კვლავ შევძელი სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლა. გუნდი კარგად თამაშობდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამარჯვებაა როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივართათვის. როდესაც სახლში თამაშობ, ყოველთვის გამარჯვება გსურს. ეს პრესტიჟის მოგება იყო“.

კორენტენ ტოლისო: „პირველი წაგებული მატჩის გამოსწორება გვსურდა. ძალიან მიხარია, რომ ეს გამოგვივიდა. 2 გოლი ერთ მატჩში ეს მშვენიერია“.

უნაი ემერი (პსჟ-ს მწვრთნელი): „ჯგუფში პირველები გვსურდა გავმხდარიყავით და გავხდით. დღეს ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ, ნახევრად კმაყოფილი ვარ. „ბავარიის“ გამო ძალიან რთული ჯგუფი გვქონდა, ამიტომ შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ. დღეს მშვენიერი თამაში გამოვიდა 2 გუნდს შორის, რომელთაც ამ ტიტულის მოპოვება სურთ“.

იულიან დრაქსლერი: „პირველ ტაიმში არც თუ ისე კარგად ვითამაშეთ, როგორც ეს პარიზში იყო. „ბავარია“ დომინირებდა, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მომენტები გვქონდა. „ბავარიამ“ დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ წაგების გამო, მაგრამ მოხარულები ვართ, რომ 1/8-ში 1-ლი ადგილიდან გავალთ და შედეგად შედარებით იოლ მოწინააღმდეგეს შევხვდებით. „ბავარია“ უწინდებურად ევროპის საუკეთესო კლუბებს მიეკუთვნება“.
1
0

-ss- (6 დეკემბერი 2017 10:35)

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მომეწონა ტაქტიკა. მეორეხარისხოვან გუნდებს პირველ ნომრად უნდა ეთამაშო მარა პსჟ-ს რომელსაც საოცარი შეტევა ყავს, სწორედ ესე უნდა მოუგო bayern
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.