» » ჰაინკესმა "ბავარიელები" შეაქო

ჰაინკესმა "ბავარიელები" შეაქო

6-12-2017, 11:26 -ss- სიახლეები 1

ჰაინკესმა
5 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში, ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 3-1 დაამარცხა მეტოქე გუნდი. საკუთარი ფეხბურთელების თამაშით, კმაყოფილი იყო "ბავარიელთა" ლეგენდარული თავკაცი იუპ ჰაინკესიც. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, იუპმა მიუნხენელი ფეხბურთელები კომპლიმენტებით შეამკო და გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა.

"დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდი განვითარებას განაგრძობს. საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა იზრდება. მოხარული ვარ მოედანზე ფრანკ რიბერის ხილვით. იგი ძალზედ ჰარმონიულად შევიდა თამაშში. კარგი იყო დავიდ ალაბაც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის სრული ასი პროცენტით მზად არ იყო ხსენებული მატჩისთვის. კინგსლი კომანი კი პროგრესირებას განაგრძობს. ეს არის რეზულტატი მისი დაუღალავი მუშაობისა, გუნდის მიერ გამართულ ვარჯიშებზე. იგივე შემიძლია ვთქვა, ტოლისოს მისამართითაც. რაც შეეხება სვენ ულრაიხს, იგი დიდებულად იგერიებდა პარიზელთა შეტევებს"-ციტირებს იუპ ჰაინკესის სიტყვებს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

მიუნხენური კლუბის თამაშით კმაყოფილი იყო, კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩიც. ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, მან შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. ბოლო დღეების განმავლობაში, გუნდი მუხლჩაუხრელად მუშაობდა. ჩვენ შესანიშნავი მატჩების სერია გვაქვს, რისთვისაც კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ იუპ ჰაინკესს და მთლიანად გუნდს. თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჯგუფში პირველ ადგილს იკავებ თუ მეორეს, რადგანაც 1/8 ფინალში ადვილი მეტოქე არ არსებობს"
1
0

dachi8 (7 დეკემბერი 2017 02:13)

ჰუმელსი უკმაყოფილო იყო მატჩით ac გასახდელში გაბრაზებული შევიდაო. ჰაინკესმა კი ეს იმით ახსნა, რომ მათსი მეტად ამბიციურია და მას მოგება 4:0 ან 5:1 სურდაო heye
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.