» » დელე ალი "ბავარიის" თაყვანისმცემელია

დელე ალი "ბავარიის" თაყვანისმცემელია

7-12-2017, 02:09 dachi8 სიახლეები 0

დელე ალი
“ტოტენჰემის“ ვარსკვლავი - დელე ალი „ბავარიის“ თაყვანისმცემლად მოგვევლინა და განაცხადა, რომ ფლეისთეიშენით FIFA-ში „ბაიერნის“ გუნდით უყვარს თამაში.

„ბავარია“ ყოველთვის იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი. თქვენ უბრალოდ მათ ისტორიას უნდა გადახედოთ. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ყავთ და მოედანზე ხარისხიან თამაშს აჩვენებენ. ფლეისთეიშენით FIFA-ში „ბავარიით“ ვთამაშობ. გერმანიის ჩემპიონატზე ლეროი სანესთან და კევინ ვიმეროსთან ვისაუბრე, ეს ძალიან საინტერესო ლიგაა“, - იძახის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი.

დელე ალი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ახალგაზრდა ფეხბურთელია ამ პლანეტაზე, მისი კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2022 წლამდეა მოქმედი და მისი გამოსასყიდი თანხაც 100 მილიონ ევროს აღწევს.

მოისურვებს თუ არა "ბავარია" ნიგერიული წარმოშობის ინგლისელ ნახევარმცველში ამხელა თანხის გადახდას ძნელად წარმოსადგენია.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.