» » Goal : კანი ტერ შტეგენის შესახებ საუბრობს

Goal : კანი ტერ შტეგენის შესახებ საუბრობს

7-დეკ-2017, 11:42
0434
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული კარის დარაჯი ოლივერ კანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ძალებში დარწმუნებულია. ვეტერანი კიპერის განცხადებით, ხსენებულ მეკარეს, მანუელ ნოიერის არყოფნის პერიოდში, წარმატებით შეუძლია ბუნდესნაკრების კარის დაცვა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მას ამის დამტკიცება ძალუძს.

"პირადად მე, 1994 წელს მუხლის მძიმე ტრავმა მივიღე და მახსოვს ვცდილობდი, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი მოედანზე. ამ მხრივ გარკვეულ პარალელებს ვხედავ. კონკურენტებს არ სძინავთ, აქ ტერ შტეგენის მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. მას აქვს შესაძლებლობა, გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, პირველ ნომრად იასპარეზოს. ეს, რა თქმა უნდა, ნოიერისათვის ერთგვარი ბიძგის მიმცემია"-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი, ოლივერ კანის სიტყვებს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ სათადარიგო სკამზე ჯდომა არ სურს, მიუნხენის "ბაიერნის" მეკარეს, სვენ ულრაიხსაც. ყველასათვის ცნობილ ანალიტიკურ-სპორტულ გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, ხსენებულმა ფეხბურთელმა შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული დავალებაა შეცვალო ნოიერი, როდესაც იგი ტრავმირებულია. რა თქმა უნდა, ამ დროს შენ პროგრესირებასაც განიცდი. მანუელი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, მაგრამ გულშემატკივარმა და კლუბმა იცის, რომ მე საკუთარი მახასიათებლები გამაჩნია. როდესაც "ბავარიის" შემადგენლობაში ჩავირიცხე, ვაცნობიერებდი რომ ნორმალურ სიტუაციაში სკამზე ჯდომა მომიწევდა, მაგრამ ახლა როდესაც ნოიერი დაბრუნდება, ჩემთვის ძალიან რთული იქნება, სათადარიგო არეალზე გადანაცვლება"
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..