» » ბავარია გონსალო გუედეშით დაინტერესდა

ბავარია გონსალო გუედეშით დაინტერესდა

7-12-2017, 13:14 dachi8 სიახლეები / ტრანსფერები / ჭორები 2

ბავარია გონსალო გუედეშით დაინტერესდა
“ბავარია“ „ვალენსიის“ ნახევარმცველით გონსალუ გუედეშით ინტერესდება, იუწყება Oktario. ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით გერმანულმა გრანდმა აქტიური ძებნა დაიწყო იმ ფეხბურთელების, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეძლებენ არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის ჩანაცვლებას.

21 წლის პორტუგალიელის მამამ ადრე განაცხადა, რომ მის შვილს მიზნად დასახული აქვს, თანამემამულე - კრიშტიანო რონალდუს კვალდაკვალ მიყვეს.

გონსალო გუედეში „პსჟ“-ს რიგებში ირიცხება და არენდის წესით „ვალენსიაშია“ განათხოვრებული. მისი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან კი 2021 წლამდეა გათვალისწინებული.

Transfermarkt-ზე დაყრდნობით 21 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 14 თამაშში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა,

1
1

dachi8 (7 დეკემბერი 2017 23:07)

-ss-,
და რეალი მე-4 ადგილზეა kricha მაგრამ ეგენი როგორც წესი გაზაფხულზე კრიფავენ ფორმას, და ადვილად იტანენ მერე ოფსაიდებიდან გოლებს kicha
1

-ss- (7 დეკემბერი 2017 18:42)

ვალენსია ჯერ-ჯერობით კარგ სეზონს ატარებს, ბოლო ტურს თუ არ ჩავთვლით. როდის იყო ბოლოს მეორე ადგილზე აღარც მახსოვს. ბენიტესის დროს მგონი kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.