» » ვინ გახდება ბავარიის მომავალი მეტოქე?

ვინ გახდება ბავარიის მომავალი მეტოქე?

8-12-2017, 00:41 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

ვინ გახდება ბავარიის მომავალი მეტოქე?
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია და ახლა მთლიანად საფეხბურთო სამყარო სულმოუთმენლად ელოდება 1/8-ის კენჭისყრას, რომელიც ორშაბათს 15:00 საათზე გაიმართება. „ბავარია“, რომელიც ჯგუფიდან მე-2 ადგილიდან გავიდა, როგორც წინა წელს, შესაძლოა ადვილი მეტოქე არ შეხვდეს.

„როდესაც უყურებ თუ ვინ დაიკავა 1-ლი და მე-2 ადგილი, ჯამში სულერთია. ჩვენც არ ვართ ადვილი მეტოქე. მაგრამ, როდესაც შედეგებს უყურებ, ხვდები, რომ ადვილი არ იქნება“, - განაცხადა „ბავარიის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა. ნიკლას ზიულე: შეიძლება ცოტა გაგვიმართლოს კენჭისყრაში. გერმანიის თასზე იღბალს არ გაუღიმია და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე გაგვიმართლოს“. თუმცა 1/8-ში ნებისმიერ შემთხვევაში სუსტი მეტოქე არ არსებობს“.

რადგანაც „ბავარიის“ გარდა, არც ერთი სხვა გუნდი ბუნდესლიგიდან ფლეი-ოფებში ვერ გავიდა, ყველა გუნდი, რომელიც პირველ ადგილს იკავებს „პსჟ“-ს გარდა, „ბავარიის“ პოტენციური მეტოქეა. ამასთან, ერთდროულად 4 პრემიერ-ლიგის გუნდმა თავის ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა, ასევე ესპანეთიდან 3-მა კლუბმა, იტალიამ და თურქეთმა.

"ბარსელონამ" თავის ჯგუფში "იუვენტუსს" გადაუსწრო. კატალონიელები 1/8-ში ზედიზედ 14-ედ გავიდნენ. პატარა სიურპრიზი გახდა „ბეშიკტაშის“ ლიდერობა. თურქეთის ჩემპიონმა დამაჯერებლად მოუგო "პორტოს" და „ლაიფციგს“, და პირველად გადალახა ჯგუფური ეტაპი.

თავის ჯგუფში პირველი „რომა“ გახდა, რომაელებმა გამარჯვება ბოლო ტურში გაინაღდეს და შეხვედრების შედეგებიდან გამომდინარე „ჩელსის“ გადაუსწრეს, რომელსაც „რომასნაირი“ ქულები დაუგროვდა.

4 ინგლისური კლუბი ფლეი-ოფებში გავიდა 1-ლი ადგილიდან. „მანჩესტერ იუნაიტედი“ (რომელმაც „ბაზელს“ გადაუსწრო), „მანჩესტერ სიტი“ („შახტარს“ გადაუსწრო), ტოტენჰემი (რომელმაც „ბორუსიასა“ და „რეალს“ გადაუსწრო) და „ლივერპული“. კლოპის გუნდმა, რომელმაც „ბავარიას“ საზაფხულო აუდის თასის დროს, 3:0 ანგარიშით სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი ბოლო ტურში გაინაღდა მოსკოვის „სპარტაკთან“.

1/8-ის პირველი მატჩები 2018 წლის 13/14 და 20/21 თებერვალს გაიმართება. საპასუხო შეხვედრები კი 6/7 ან 13/14 მარტს ჩატარდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.