» » პრესა ბავარია - პსჟ მატჩის შესახებ

პრესა ბავარია - პსჟ მატჩის შესახებ

8-დეკ-2017, 15:13
0280
„ბავარიის“ გამარჯვება „პსჟ“-ზე ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა გახდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დამამთავრებელ ტურში, ბუნებრივია პრესის მიღმა ეს ფაქტი არ დარჩენილა.

გთავაზობთ პრესის მიმოხილვას.

L'Equipe: „პსჟ“-ს ცოტა დააკლდა, 1-ლი ადგილის ხელიდან გასაშვებად. რიბერი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და დამაჯერებელი თამაში აჩვენა. მისმა დისციპლინამ ნამდვილად გაახარა მწვრთნელი. ტოლისო ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა. ის დომინირებდა ნახევარდაცვაში და აქტიური იყო შეტევაში, სადაც 2 გოლი გაიტანა“

Ouest France: „უნაი ემერის ფეხბურთელებმა „ბავარია“ ვერ იცნეს. პირველ ტაიმში კითხვა წამოიჭრა, „ბავარიას“ შეუძლია პირველი ადგილის დაკავება? „ბავარიამ“ პსჟ-ს დაანახა, რომ ნეიმარითა და კავანითაც კი ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არაა“.

AS: „ბავარიის“ ეპიკური შურისძიება“.

Marca: "ბავარიამ“ ბოლო მოუღო „პსჟ“-ს იდეალურ ჩემპიონთა ლიგას.

Sport: „ბავარიამ“ პსჟ დაატორმუზა“.

Daily Mail: „კორენტენ ტოლისომ დუბლი გაიფორმა, ხოლო იუპ ჰაინკესის გუნდმა სერიოზულად დააანონსა თავი“.

Daily Mirror: „ტოლისომ დუბლი გაიფორმა მატჩში და ფრანგული გიგანტის ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამსხვრია“.

Kronenzeitung: „ბავარიამ“ პსჟ-ზე შური იძია“.

Bild: „ნეიმარი იუპ ჰაინკესის „ბავარიას“ გაეცნო“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..