» » ბავარიელები ფრანკფურტში უსიამოვნო მატჩს ელოდებიან

ბავარიელები ფრანკფურტში უსიამოვნო მატჩს ელოდებიან

9-12-2017, 11:47 dachi8 სიახლეები 0

ბავარიელები ფრანკფურტში უსიამოვნო მატჩს ელოდებიან
შაბათს მიუნხენელებს ფრანკფურტში სურთ ახალი წარმატებული მოგებების სერია განამტკიცონ „აინტრახტთან“ (18:30 სთ). წარმატების შემთხვევაში „ბავარია“ ზედიზედ მეშვიდედ იზეიმებს საშემოდგომო არაოფიციალურ ჩემპიონობას.

რეკორდმაისტერი სატურნირო ცხრილში ლიდერია და მე-2 ადგილოსან „ლაიფციგს“ 6 ქულით უსწრებს. თუმცა, „კომერცბანკ-არენაზე“ „ბავარიელები“ რთულ მატჩს ელოდებიან. ბუნებრივიცაა, რადგან ბოლო საშინაო მატჩში ფრანკფურტელებმა 2 ფრე ითამაშეს მიუნხენელებთან.

კიმიხი და ჰაინკესი ფრთხილობენ

„ბოლო 2 წელს ფრანკფურტში ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა“, - იხსენებს იოშუა კიმიხი. ამიტომ ამჯერად კიმიხი ელოდება, რომ მის გუნდს „ძალიან არასასიამოვნო თამაში ელოდება“. „აინტრახტს“ კარგი მწვრთნელი ყავს, გუნდს კი ყოველთვის კარგი განწყობა აქვს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ჯამში გავიმარჯვოთ“.

მსგავსად მსჯელობს იუპ ჰაინკესიც, ოდესღაც „აინტრახტს“ თვითონაც წვრთნიდა. „ამ სეზონში ისინი კარგ პირველ წრეს ატარებენ. ეს კარგად ორგანიზებული გუნდია“, - იძახის 72 წლის სპეციალისტი, რომელიც მწვრთნელის რანგში თავის 650-ე მატჩს ჩაატარებს ბუნდესლიგაში. „აინტრახტის“ ფეხბურთელები ბევრს დარბიან, აგრესიულები და ძლიერნი არიან ორთაბრძოლებში. ჩვენთვის ეს ახალი გამოწვევა იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ. ადვილი არ იქნება, რადგან მეტოქე შეეცდება აჩვენოს საუკეთესო რაც კი შეუძლია“.

კვარტეტი მზადაა სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდეს

საკადრო ასპექტში ჰანკესს იგივე შემადგენლობას შეუძლია დაეყრდნოს, რომელიც პსჟ-ში გამოიყენა. მათ შორის კინგსლი კომანსაც, რომელსაც პატარა პრობლემები ჰქონდა პსჟ-თან მატჩის შემდეგ. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ ჰაინკესმა რამოდენიმე ცვლილება განახორციელოს სასტარტო შემადგენლობაში. კერძოდ, ჟერომ ბოატენგი, ხავი მარტინესი, არტურო ვიდალი და თომას მიულერი სასტარტო შემადგენლობაში გამოვლენ.

მასპინძლებს თავის მხრივ სურთ ბოლო კვირებში დაკმვიდრებული პოზიტიური ტრენდი განიმტკიცონ: „აინტრახტმა“ ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო. „ჩვენ კარგფორმაში ვიმყოფებით და წინა ტურში მეტად მნიშვნელოვანი მოგება მოვიპოვეთ ბერლინში. გვსურს მინდორზე პოზიტიური განწყობით გამოვიდეთ და სულმოუთმენლად ველით „ბავარიასთან“ შეხვედრას“, - განაცხადა ნახევარმცველმა მარიუს ვოლფმა.
ამასთან, ნიკო კოვაჩის გუნდს საშინაო მატჩების წაუგებელი სერიის გაგრძელება სურს „ბავარიის“ წინააღმდეგ. თვითონ კოვაჩს ესმის, რომ ეს ადვილი ამოცანა არ იქნება: “ბავარიელები“ მოგებული მატჩით დატვირთულები მოდიან ჩვენთან. წარმატებისთვის საჭიროა, რომ დღე წარმატებული გამოდგეს, ხოლო მეტოქისთვის პირიქით. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, მაშინ „ბავარიას“ უსიამოვნებებს მოვუტანთ“, - განაცხადა კოვაჩმა, რომელსაც მოახლოებულ მატჩში მაკოტო ხასებეს (გრიპი) იმედად ვერ იქნება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.