» » კომენტარები: აინტრახტი 0 : 1 ბაიერნი

კომენტარები: აინტრახტი 0 : 1 ბაიერნი

10-12-2017, 09:33 dachi8 სიახლეები 1

კომენტარები: აინტრახტი 0 : 1 ბაიერნი
ურთულეს მატჩში ფრანკფურტში „ბავარიელებმა“ ეფექტური შეტევითა და ერთობით მინიმალური ანგარიშით 1:0 მოგება შეძლეს. „ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ საუკეთესო კუთხით ვანახეთ ჩვენი თავი. ზოგჯერ ასეთ მატჩებში მეტოქის შეკავებაა საჭირო, რაც დღეს ჩვენ კარგად გამოგვივიდა“, განაცხადა მატჩის შემდგომ იუპ ჰაინკესმა.

მატჩის შემდგომი კომენტარები

იუპ ჰაინკესი: „ყველამ დაინახა რომ ეს ძალიან რთული მატჩი იყო. ჩვენ მერძოლი მეტოქე დაგვიპირისპირდა, რომელიც შესანიშნავად იბრძოდა. ჩემმა გუნდმა 95 წუთის განმავლობაში თავი საუკეთესო კუთხით აჩვენა. ზოგჯერ ასეთ მატჩებში მეტოქის შეკავებაა საჭირო, რაც დღეს ჩვენ კარგად გამოგვივიდა. საშემოდგომო ჩემპიონობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ქულებს შორის სხვაობა გავზარდეთ. ბოლო კვირებში ჩვენ კარგი ფორმა ავკრიფეთ, გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. სატურნირო ცხრილის ყურება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ არა უმეტეს. არ ვაპირებ ამის გამო ფეიერვერკების მოწყობას“.

ტომ შტარკე: „მე რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავარიის მაისურით მე-100 მატჩი ჩავატარე. მოთელვისას გავიგე, რომ სვენი ვერ შეძლებდა მოედანზე გამოსვლას. დღეს კარგი მატჩი ჩავატარე. გოლი არ გაგვიშვია და გავიმარჯვეთ - ყველაფერი რიგზეა. როდესაც მე გუნდს ვჭირდები - ყოველთვის მზად ვარ. ხშირად დავხმარებივარ გუნდს და უწინდებურად კარგ ფორმაში ვიმყოფები. მეტად კმაყოფილები ვართ შედეგით“.

თომას მიულერი: „დღეს ყველამ დაინახა ჩვენი „ბავარიული“ გული. თითოეული ჩვენს გუნდში ბოლომდე იბრძოდა. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ და მოხარულები ვართ, რომ ცხრილში ქულათა რაოდენობა გავზარდეთ“.

ნიკო კოვაჩი („აინტრახტის“ მწვრთნელი): „ვთვლი, რომ ჩემმა გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა მსოფლიო კლასის გუნდის წინააღმდეგ. მარტო ის ფაქტი, რომ იუპ ჰაინკესმა ჩვენი თამაში შეაქო, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ყველა ძალა გავიღეთ და დავიმსახურეთ მეტი, ვიდრე წაგება“.
1
0

-ss- (11 დეკემბერი 2017 11:07)

კოვაჩი მაგარი კაცია ყოველთვის ადეკვატურ კომენტარებს აკეთებს, წინა წელს კბილის ექიმთან მისვლას შეადარა ბავარიასთან თამაში kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.