» » პლანეტის საუკეთესო გოლკიპერმა მორიგი ჯილდო მიიღო

პლანეტის საუკეთესო გოლკიპერმა მორიგი ჯილდო მიიღო

10-12-2017, 21:32 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

პლანეტის საუკეთესო გოლკიპერმა მორიგი ჯილდო მიიღო
ის არა მხოლოდ „ბავარიის“ კაპიტანია, არამედ ასევე ყველა ჩვენთაგანისთვის სამაგალითო. შაბათს საღამოს მანუელ ნოიერმა „გული ბავშვებისათვის“ ცერემონიაზე პრემია „ოქროს გული“ მიიღო.

იმისათვის, რომ პირადად მიეღო ეს პრემია, მანუელ ნოიერმა იუპ ჰაინკესთან გუნდის საშობაო საღამოს გამოტოვება შეათანხმა. „ოქროს გულს“ საზოგადოებისა და ქველმოქმედების განვითარებაში წვლილის ჩადებისათვის აძლევენ. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო იორდანიის დედოფალმა რანიამ, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯორჯ კლუნმა და ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ მიიღეს.

წლების განმავლობაში „მანუელ ნოიერის საბავშვო ფონდი“ დახმარებას უწევს დაუცველ ბავშვებს და მოზარდებს, კერძოდ, ნოიერის მშობლიურ ქალაქში - გელზერკირხენში.

პლანეტის საუკეთესო გოლკიპერმა მორიგი ჯილდო მიიღო


მანუელ ნოიერმა, ასევე France Football-ის გამოკითხვაში 1-ლი ადგილი აიღო და მსოფლიოს #1 გოლკიპერი გახდა.

ანონიმურმა ხმის მიცემამ პლანეტის საუკეთესო გოლკიპერი გამოავლინა, სადაც ყოფილმა ცნობილმა 5-მა გოლკიპერმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემაში: სანტიაგო კანისარესმა, ლიონელ ლეტიზიმ, ზეპ მაიერმა, მარკ შვარცერმა და ფრანჩესკო ტოლდომ.

ნოიერმა ხმათა რაოდენობით 30 ქულა დააგროვა და ქულათა დიდი სხვაობით ჩამოიცილა „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი (13 ქულა), მესამე ადგილი ბელგიის ნაკრებისა და „ჩელსის“ მეკარეს ტიბო კურტუას შეხვდა (9 ქულა), ხოლო მე-4 ადგილები ერთმენათში უგო ლორისმა („ტოტენჰემი“) და იან ობლაკმა („ატლეტიკო“ ) გაიყვეს 7-7 ქულით.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.