» » „დარტყმა! გოლ! ბავარია!“

„დარტყმა! გოლ! ბავარია!“

10-12-2017, 22:02 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

„დარტყმა! გოლ! ბავარია!“
შობამდე 2 კვირით ადრე, „ბავარიამ“ შესაძლებლობა მიიღო მოახლოებული დღესასწაულებით დატკბეს. მიუნხენის ცენტრში ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ოფიციალურმა პირებმა ერთად რამოდენიმე სასიამოვნო საათი გაატარეს. ამაზე საუკეთესო მომენტი დღესასწაულისათვის ძნელი გამოსანახი იქნებოდა, რადგან მიუნხენელებმა რამოდენიმე საათით ადრე ამ მომენტამდე, „აინტრახტთან“ მოგების წყალობით 7-ედ გაიფორმეს საშემოდგომო ჩემპიონობა.

„ამაზე უკეთესად საქმეები ვერც აეწყობოდა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვისურვებდით. საშობაო დღესასწაული, „ბავარიამ“ გაიმარჯვა, ჩვენ - საშემოდგომო ჩემპიონები ვართ. ამიტომ, მე მთელი გულით ვულოცავ გუნდს, ბრავო!“, - განაცხადა თავის გამოსვლაში „ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ.



არანაირი ეიფორია

ჰაინკესის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნებამდე მიუნხენელები ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერს 5 ქულით ჩამორჩებოდნენ. 8 მატჩის შემდეგ რეკორდმაისტერი უკვე ლიდერობს ბუნდესლიგაში 8 ქულიანი უპირატესობით. ამ წარმატების წყალობით „ბავარია“ 23-ედ გამოიზამთრებს საშემოდგომო ჩემპიონის სტატუსით. თუმცა, თვითონ ჰიონესი ამგვარ შედეგს თავშეკავებით ეხმიანება. „საშემოდგომო ჩემპიონობა ისეთი მნიშვნელოვანი არაა. ამიტომ არ ვაპირებთ ამ მიზნით ფეიერვერკების მოწყობას. მთავარია, რომ ჩვენ მოვიგეთ და უპირატესობა გავზარდეთ ცხრილში“.

მიულერმა „ბავარიული“ გული შეაქო

როგორც გულშემატკივართა სიმღერაში - „დარტყმა! გოლ! ბავარია!“ არტურო ვიდალმა „ანტრახტთან“ გასვლით მატჩში მე-20 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, თავისი პირველი და ერთადერთი დარტყმიდან „აინტრახტის“ კარში. „დღეს ჩვენ მეტად სწორად ვთამაშობდით შეტევაში, ჩვენ არ გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი. მაგრამ ანგარიშით 1:0 მოვიგეთ და ეს განასხვავებს „ბავარიას“ რომელიც ვალდებულია გაიმარჯვოს ასეთ მატჩებში“, - გააანალიზა იუპ ჰაინკესმა ბუნდესლიგაში თავისი 650-ე მატჩის შემდეგ.

თომას მიულერმა ამასთან „ბავარიული“ გული შეაქო და აღნიშნა ის თვისება რაც „ტოპ-დონის გუნდს“ ახასიათებს. ეს ნიშნავს, იმას, რომ არა მხოლოდ ლამაზი თამაში უნდა შეგვეძლოს ვაჩვენოთ, არამედ შეგვეძლოს შებრძოლება საჭირო მომენტში. „მატჩი რთული გამოდგა და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უპირატესობა გავზარდეთ. მე ვამაყობ ჩემი გუნდით“, - განაცხადა 25-ე ნომერმა.

დატვირთული შაბათი დღის შემდეგ „ბავარიელები“ კვირას სტუმრად ტრადიციულ საშობაო ვიზიტებზე გაემგზავრნენ გულშემატკივართა კლუბებში. ხოლო, ორშაბათს „კიოლნთან“ შესახვედრად მომზადება დაიწყება, რომელიც შაბათს შედგება.

ნიკლას ზიულე: „საშემოდგომო ჩემპიონობა არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ასე გაგრძელება გვსურს და შობამდე ყველა მატჩის მოგება“.

„დარტყმა! გოლ! ბავარია!“


„დარტყმა! გოლ! ბავარია!“


„დარტყმა! გოლ! ბავარია!“


„დარტყმა! გოლ! ბავარია!“


„დარტყმა! გოლ! ბავარია!“


„დარტყმა! გოლ! ბავარია!“


„დარტყმა! გოლ! ბავარია!“


„დარტყმა! გოლ! ბავარია!“


„დარტყმა! გოლ! ბავარია!“
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.