» » ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბავარია ბეშიკტაშს დაუპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბავარია ბეშიკტაშს დაუპირისპირდება

11-12-2017, 21:01 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბავარია ბეშიკტაშს დაუპირისპირდება
„ბავარიის“ შემდეგი გაჩერება კიევისაკენ მიმავალ გზაზე, სტამბული იქნება. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ის კენჭისყრის შედეგებით რეკორდმაისტერი შემდეგ რაუნდში „ბეშიკტაშს“ შეხვდება. ორშაბათს ნიონში ყოფილმა „ბავარიელმა“ ხაბი ალონსომ თავის ყოფილ კლუბს მოწინააღმდეგედ თურქული კლუბი არგუნა.
ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების შემდეგ „ბავარია“ პირველ მატჩს სახლში ითამაშებს (13/14 ან 20/21 თებერვალი). საპასუხო თამაში 3 კვირის შემდეგ სტამბულში, „ვოდაფონ პარკზე“ შედგება (6/7 ან 13/14 მარტი). ხოლო, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2018 წლის 26 მაისს კიევში ჩატარდება.

1/8 შეხვედრების მიმოხილვა

ბავარია - ბეშიკტაში
იუვენტუსი - ტოტენჰემი
ბაზელი - მანჩესტერ სიტი
პორტუ - ლივერპული
სევილია - მანჩესტერ იუნაიტედი
მადრიდის რეალი - პსჟ
შახტარი - რომა
ჩელსი - ბარსელონა


კენჭისყრის შემდგომი კომენტარები

ჰასან სალიხამიჯიჩი: „ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერია „ბეშიკტაში“. ჩვენ ვადევნებდით თვალს ამ გუნდს, რადგან ის ერთ ჯგუფში იმყოფებოდა „ლაიფციგთან“. ჩვენს წინ მძიმე ამოცანა დგას. ვნახოთ, თუ როგორ წარიმართება ყველაფერი. ატმოსფერო როგორც სტუმრად ასევე მიუნხენში შესანიშნავი იქნება. სულმოუთმენლად ველით თამაშს. პირველი თამაშის სახლში ჩატარება - ამაში უპირატესობას ვერ ვხედავ. მაგრამ ჩვენ საკმაოდ ძლიერნი ვართ და სიტუაციას ვიღებთ ისეთს, როგორიც არის“.

თომას მიულერი: „არ შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ასეთი კენჭისყრით. სულმოუთმენლად ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ ტურნირზე რაც შეიძლება შორს გავალთ. რა თქმა უნდა, გვსურს აუცილებლად გავიმარჯვოთ მიუნხენში და ამასთან გოლი არ გავუშვათ. საპასუხო თამაშში საჭირო იქნება ფრთხილად ყოფნა. შორს რომ გავიდეთ აუცილებელია ორივე თამაშში წარმატებით ვითამაშოთ“.

არიენ რობენი: „საინტერესო გამოწვევაა, მე ჯერ არ მითამაშია „ბეშიკტაშის“ წინააღმდეგ. კარგად უნდა მოვემზადოთ და ფრთხილად ვიყოთ. „ბეშიკტაში“ ერთ ჯგუფში იყო „ლაიფციგთან“ და კარგად წარმოაჩინა თავი. თურქეთში ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფეროა. მაგრამ ჯერ სახლში უნდა ვითამაშოთ წარმატებულად და კარგი წინაპირობა შევქმნათ საპასუხო მატჩისთვის“.

იოშუა კიმიხი: „“ვთვლი, რომ ეს კარგი კენჭისყრაა. შეგვეძლო უფრო ძლიერ კლუბს შევხვედროდით. სულმოუთმენლად ველი თამაშს. ბიჭებისაგან „ლაიფციგიდან“ გავიგე, რომ „ბეშიკტაშის“ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს.

ნიკლას ზიულე: „არც თუ ისე ცუდია, რომ მეორეები ვართ. კენჭისყრას ჩვენთვის ცუდად არ ჩაუვლია. პირველ მატჩს სახლში ვთამაშობთ. რთულ ჯგუფში „ბეშიკტაშმა“ აჩვენა, რომ კარგად შეუძლია ფეხბურთის თამაში. ჩვენს წინაშე რთული ამოცანა დგას, მაგრამ უარესიც შეიძლება ყოფილიყო“.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.