» » რუმენიგე : გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

რუმენიგე : გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

12-12-2017, 11:32 -ss- სიახლეები 0

რუმენიგე : გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანული გრანდის ვეტერანი შემტევების, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შესახებ საუბრობს. მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელის განცხადებით, მოხდება თუ არა ხსენებულ ფებურთელებთან მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელება, ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას მხარეები, სავარაუდოდ გაზაფხულზე მიუბრუნდებიან.

"საქმე ეხებათ ფეხბურთელებს, რომელთაც ჩვენი კლუბის წინაშე უდიდესი დამსახურება მიუძღვით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რას წარმოადგენს ეს ორი ფეხბურთელი, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ როგორ წაუვათ მათ შემდგომი საქმეები. შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მათგანთან სერიოზული საუბარი გვექნება. ვფიქრობ, ამ საკითხის თაობაზე, გაზაფხულზე ვიმსჯელებთ"-აღნიშნა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, არიენ რობენმა ამავა გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, კლუბიდან ჯერ კიდევ არავის არ მიუმართავს და მოვლენების განვითარებას, მშვიდად აკვირდება.

"ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ჩემსა და მიუნხენურ კლუბს შორის მოლაპარაკებები არ გამართულა. "ბავარიიდან" არავინ არ მოსულა სასაუბროდ, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მოვლენების განვითარებას მშვიდად ვაკვირდები. არსებული ხელშეკრულების პროლონგაციას, მრავალი ფაქტორი ახლავს. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, თუ ვინ ჩაიბარებს მომავალ საფეხბურთო სეზონში, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს"-განაცხადა არიენ რობენმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.