» » რიბერი : ჩემი შესაძლებლობების მჯერა

რიბერი : ჩემი შესაძლებლობების მჯერა

12-12-2017, 12:58 -ss- სიახლეები 0

რიბერი : ჩემი შესაძლებლობების მჯერა
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ამის შესახებ, ვეტერანმა ვინგერმა, ინტერნეტ-პორტალ L`Equipe-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. რიბერის განცხადებით, საკუთარი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, მას მრავალი წარმატებასათვის მიუღწევია და მზად არის იგივე შემართებით იბრძოლოს, დარჩენილი დროის განმავლობაშიც.

"მიუნხენის "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის არ მეშინია, რადგანაც შესანიშნავად ვიცი ჩემი შესაძლებლობების შესახებ. საკუთარი კარიერის განმავლობაში, ბევრი რამის გაკეთება წარმატებით შევძელი და მზად ვარ მომავალშიც ასევე განვაგრძო. "

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, 34 წლის ფეხბურთელი ასევე შეეხო, კინგსლი კომანის ასპარეზობას მიუნხენურ კლუბში და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"კინგსლი კომანი შესანიშნავი ფეხბურთელია. ის სულ უფრო და უფრო კარგ შეხვედრებს ატარებს. საფეხბურთო სეზონი ძალზედ გრძელია, ჩვენ გვჭირდება ბევრი ფეხბურთელი. მატჩებს, თითქმის ყოველი სამი დღის ინტერვალით ვმართავთ. იუპ ჰაინკესი კი როტაციის პრინციპს შესანიშნავად იყენებს"-განაცხადა ფრანკ რიბერიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.