» » ჰაინკესი : არ ღირს მეტოქის დაუფასებლობა

ჰაინკესი : არ ღირს მეტოქის დაუფასებლობა

13-12-2017, 11:11 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ჰაინკესი : არ ღირს მეტოქის დაუფასებლობა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, გერმანიის ჩემპიონატის მე-16 ტურის ეგიდით, საფეხბურთო კლუბ "კიოლნთან" გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიელთა" დამრიგებელი აღნიშნავს, რომ "ბაიერნისათვის" მეტოქე გუნდის დაუფასებლობა, ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა და სწორედ ამიტომ საკუთარ ფეხბურთელებს მოუწოდებს, მწვანე საფარზე მაქსიმალური კონცენტრაციით გავიდნენ.

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ამ გუნდის დაუფასებლობა. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც კლუბში ახალი მთავარი მწვრთნელია. შტეფან რუტენბეკმა, უკვე მოახერხა გარკვეული ცვლილებების შეტანა. მან გუნდის თამაში, დაცვაში სამ მცველზე გადააწყო. ახლა ისინი მოქმედებენ მძლავრად, აქტიური პრესინგის გამოყენებით. ხსენებულ მატჩში, ჩვენი გუნდი საასპარეზოდ, ზუსტად იმავე განწყობით გავა, როგორც ამ დრომდე იყო, სრული კონცენტრაციით! "-ციტირებს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუპ ჰაინკესის სიტყვებს.

ზემოაღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, "კიოლნის" მთავარმა მწვრთნელმა, შტეფან რუტენბეკმაც. მისი განცხადებით, "ალიანც არენაზე" მისული გულშემატკივარი, დიდ ბრძოლას იხილავს. "იქნება ბრძოლა! ჩვენ არ ვაპირებთ ვიმოქმედოთ ისე, როგორც პატარა თაგვმა დიდი გველის წინააღმდეგ. მიუხედავად არსებული გარემოებისა, გვსურს ვითამაშოთ თამამად და შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ."-აღნიშნა 45 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის ეგიდით გასამართი მატჩი, მიუნხენის "ბაიერნსა" და საფეხბურთო კლუბ "კიოლნს" შორის, 13 დეკემბერს, "ალიანც არენაზე", თბილისის დროით, 23:30 საათზე აიღებს სტარტს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.