» » Goal : ჰაინკესმა სვენ ულრაიხი შეაქო

Goal : ჰაინკესმა სვენ ულრაიხი შეაქო

13-დეკ-2017, 12:57
0301
"რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, სვენ ულრაიხის თამაშით მოხიბლულია. ამის შესახებ სტატიას, ინტერნეტ-პორტალი Goal-ი აქვეყნებს. 72 წლის ლეგენდარულმა სპეციალისტმა, ზემოხსენებულ გამოცემასთან საუბრისას, ულრაიხის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას ურჩია, ფეხბურთელთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რაც შეიძლება სწრაფად იმსჯელოს.

"სვენი ჩემი დიდი ნდობით სარგებლობს. თითოეულ შეხვედრაში ის სულ უფრო და უფრო კარგად გამოიყურება. შესაძლებელია ითქვას, რომ იგი შესანიშნავ თამაშს დემონსტრირებს. მე "ბაიერნს" ვურჩევდი, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება ხსენებულ ფეხბურთელთან, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკითხს ახალი მეკარის დამატების შესახებ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ განიხილება. ვფიქრობ ამის აუცილებლობა არ დგას დღის წესრიგში".

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ჰაინკესმა ასევე ისაუბრა ხამეს როდრიგესის როლზე, მიუნხენური კლუბის რიგებში და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, მომავალში ხამესის როლი, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ამის ალბათობა ძალიან მაღალია. მე არაერთხელ მითქვამს, რომ "ბავარიაში" მოსულ ახალ ფეხბურთელებს, სრული ადაპტაციისათვის გარკვეული დრო ესაჭიროებათ. როდესაც აქ ჩამოდიხარ საზღვარგარეთიდან, გარდა ამასა ხარ სამხრეთამერიკელი, ბევრი ფაქტორი იყრის ერთად თავს. თუნდაც ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმატი, საკვები, ახალი გუნდი, სრულიად განსხვავებული ფეხბურთი და ა.შ"-აღნიშნა ჰაინკესმა
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..