» » კანი : გერმანიაში "გოლკიპერთა სკოლა" დეგრადაციას განიცდის

კანი : გერმანიაში "გოლკიპერთა სკოლა" დეგრადაციას განიცდის

13-12-2017, 13:32 -ss- სიახლეები 0

კანი : გერმანიაში
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კარის დარაჯი, მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ოლივერ კანი, უკმაყოფილებას გამოთქვამს, გერმანელი მეკარეების სათამაშო ხარისხთან დაკავშირებით. ვეტერანი ბავარიელის განცხადებით, მის ქვეყანაში მოქმედი ე.წ "გოლკიპერთა სკოლა" დეგრადაციას განიცდის და ღრმა კრიზისში იმყოფება.

"მე ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში. გერმანული ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი "გოლკიპერთა სკოლით". ტრადიციის შესაბამისად, ჩვენს საფეხბურთო კლუბებში, საუკეთესო მეკარეები უნდა ასპარეზობდნენ, მაგრამ მოცემულ მომენტში, ბუნდესლიგაში აი რას აქვს ადგილი: როგორც "ბაიერნი", ყველა სხვა მეტოქეზე მაღლა დგას და არ ჰყავს კონკურენტი, ზუსტად ესე არ ჰყავს ტოლ-სწორი მანუელ ნოიერსაც. იმედი მაქვს იგი მალე გამოჯანმრთელდება და თავის საუკეთესო თამაშს შემოგვთავაზებს"

"ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მანუელ ნოიერმა და მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა, საკუთარი საფეხბურთო კარიერა დაასრულეს. ვინ იქნება გერმანიის ახალი სუპერ ტალანტი?! მაგალითად ისეთი, როგორც დონარუმაა იტალიაში. სამწუხაროდ, პირადად მე მსგავს ფეხბურთელს ბუნდესლიგაში ვერ ვხედავ"-ციტირებს ოლივერ კანის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.