» » მიუნხენის "ბაიერნმა" "კიოლნი" დაამარცხა

მიუნხენის "ბაიერნმა" "კიოლნი" დაამარცხა

14-12-2017, 11:37 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

მიუნხენის
13 დეკემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-16 ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში, საფეხბურთო კლუბ "კიოლნს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით შეძლო მეტოქე გუნდის დამარცხება. შეხვედრის მე-60 წუთზე, რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი გოლის წყალობით, "ბავარიელებმა" საკუთარ აქტივში მორიგი სამი ქულა მიითვალეს და მათი მონაგარი 38 ნიშნულს მიუახლოვდა.

"ვფიქრობ ყველამ დაინახა, რომ "კიოლნის" წინააღმდეგ თამაშის დროს, მარტივად ვერ ვმოქმედებდით. მათი დაცვის ხაზი კარგად ორგანიზებული იყო. შეხვედრის პირველ ტაიმში, ჩვენ დაგვაკლდა, დაცვიდან შეტევაში უეცარი გადასვლის ასპექტი, ასევე სიზუსტე და სათამაშო ტემპის ცვლილება. მატჩის მეორე ნახევარში, "ბავარიამ" საკუთარი მოქმედება გააუმჯობესა. გვქონდა პრობლემები, სიჩქარეებთან დაკავშირებითაც, ჰარმონიულადაც ვერ ვმოქმედებდით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ასეთ დაპირისპირებებში გამარჯვება შეგვიძლია, რაც თავისთავად კარგის ნიშანია"-აღნიშნა იუპ ჰაინკესმა შეხვედრის დასასრულს.

სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, შტეფან რუტენბეკმა კი მიუნხენლებს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა და დასძინა, რომ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი კანონზომიერი იყო.

"მოედანზე ბავარიელთა დომინირება, მთელი თამაშის განმავლობაში თვალშისაცემი იყო. სწორედ ამიტომ, მათი გამარჯვება დამსახურებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვეძლო მეტოქე გუნდის მიერ გატანილი გოლი თავიდან აგვერიდებინა. ნებისმიერ შეთხვევაში, ჩემმა ფეხბურთელებმა დაცვაში კარგად იმოქმედეს და აჩვენეს ღირსეული თამაში. თუკი ჩვენ გარკვეულ შემთხვევებში ოდნავ უკეთ წარმოვაჩენდით საკუთარ თავს, ალბათ სულ სხვა რეზულტატს მივაღწევდით"- დაასრულა რუტენბეკმა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.