» » ჰაინკესი "ბაიერნში" დაბრუნების შესახებ საუბრობს

ჰაინკესი "ბაიერნში" დაბრუნების შესახებ საუბრობს

14-დეკ-2017, 23:03
0246
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, ჟურნალისტებთან საუბრისას, დეტალურად იხსენებს, თუ როგორ დაუკავშირდნენ მას, გერმანული გრანდის ხელმძღვანელები და კლუბში დაბრუნება შესთავაზეს. 72 წლის სპეციალისტის განცხადებით, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება, მისთვის მარტივი არ ყოფილა.

"მახსოვს დამიკავშირდნენ ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე. მსურს გულწრფელად ვაღიარო, რომ 2013 წლის საფეხბურთო სეზონის დასასრულს, როდესაც კლუბს დავემშვიდობე, მე ვერც კი წარმოვიდგენდი თუ სამწვრთნელო სქმიანობას დავუბრუნდებოდი, მიუნხენის "ბაიერნის" ან თუნდაც მიონხენგლადბახის "ბორუსიას" რიგებში, სადაც ჩემი ჩამოყალიბება მოხდა, როგორც ფეხბურთელად ისე, მწვრთნელად. ჩემი პასუხი იყო "არა". ვთქვი, რომ ეს შეუძლებელია, მქონდა გარკვეული სირთულეები, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. გარდა ამისა თუ დავთანხმდებოდი, მე მსურდა მყოლოდა ჩემი სამწვრთნელო შტაბი, ისინი ვისთან ერთადაც 2012/2013 წელს "ოქროს ჰეთრიკი" მოვიპოვე."

"ასეთი სურვილები ნორმალურია და ამ დღიდან ჩვენი საუბარი უფრო საქმიანი გახდა. ული ჰიონესმა და კარლ-ჰაინც რუმენიგემ მკითხეს, თუ დავთანხმდებოდი მათთან დროებით მუშაობას. როდესაც საქმე ეხება ისეთ კლუბს, როგორიც მიუნხენის "ბაიერნია" რთულია იპოვო შესაბამისი კანდიდატი, დროის მოკლე მონაკვეთში. კანდიდატი უნდა იყო კლუბისათვის შესაფერისი, უნდა ჰქონდეს მსგავს კლუბებში მუშაობის გამოცდილება და უნდა შეეძლოს გუნდისათვის სტაბილურობის დაბრუნება. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ კლუბს სხვა ალტერნატივა არ გააჩნდა."

"ამ ყველაფრის შემდგომ, რჩევა უკვე ოჯახს ვკითხე. ვისაუბრე ჩემს ქალიშვილთან, ასევე მეუღლესთან, რომელსაც მუხლის პრობლემა ჰქონდა და საოპერაციოდ ამზადებდნენ, ეს კი გასათვალისწინებელი ფაქტორი იყო. ქალბატონებმა მითხრეს "გააკეთე ეს". მაშინ მეც დავთანხმდი"-ციტირებს უეფას ჩემპიონთა ლიგის პრეს-სამსახური, იუპ ჰაინკესის სიტყვებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..