» » ჰაინკესი : წინ რთული მატჩი გველის

ჰაინკესი : წინ რთული მატჩი გველის

16-12-2017, 11:13 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ჰაინკესი : წინ რთული მატჩი გველის
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული იუპ ჰაინკესი, გერმანიის ჩემპიონატის მე-17 ტურის ეგიდით, საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტთან" გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. 72 წლის სპეციალისტის განცხადებით, "ბავარიელებს" წინ იოლი გასეირნება არ ელით და საკუთარ ფეხბურთელებს მოუწოდებს, მაქსიმალური კონცენტრაციით გავიდნენ, სათამაშო მოედანზე.

"ეს ახალგაზრდა, გამარჯვებაზე მოწყურებული და შრომისმოყვარე გუნდია. წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც, ისინი კარგად გამოიყურებიან. შემიძლია ვთქვა, რომ საქმე გვაქვს ძალიან კარგ გუნდთან, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია. წინ ადვილი გასეირნება არ გველის"-ციტირებს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუპ ჰაინკესის სიტყვებს.

ზემოხსენებულ მატჩთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, გერმანული გრანდის კარის დარაჯმა სვენ ულრაიხმა. ბავარიელი კიპერის განცხადებით, მისთვის მოახლოებული შეხვედრა, განსაკუთრებული ემოციების მატარებელია.

"ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იქნება. სწორედ საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" შემადგენლობაში შედგა ჩემი პროფესიული დებიუტი. შეხვედრის დაწყებას, მოუთმენლად ველი"-განაცხადა ლაზარეთიდან ახლად დაბრუნებულმა, ულრაიხმა.

შეგახსენებთ, 16 დეკემბერს, ბუნდესლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრა "შტუტგარტსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, თბილისის დროით 18:30 საათზე აიღებს სტარტს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.