» » მიულერმა და ულრაიხმა ბავარიას გამარჯვება მოუტანა

მიულერმა და ულრაიხმა ბავარიას გამარჯვება მოუტანა

17-დეკ-2017, 02:11
0315
ეს ნამდვილი დრამა იყო! ბავარიამ პირველი წრის ბოლო მატჩში, „შტუტგარტთან“ დაპირისპირებისას გამარჯვება მოიპოვა 1:0 (0:0) ანგარიშით. 79-ე წუთზე თავი, შეცვლაზე შემოსულმა თომას მიულერმა გამოიჩინა. დამატებით დროში კი ნამდვილი გმირი სვენ ულრაიხი გახდა, რომელმაც 94-ე წუთზე აკოლოს შესრულებით პენალტი მოიგერია.

58900 მაყურებლის თვალწინ „ბავარიელები“ მატჩის დიდი ნაწილი უშედეგოდ ცდილობდნენ მეტოქის დაცვა გაერღვიათ. „შტუტგარტელები“ კომპაქტურად იცავდნენ თავს და საპასუხოდ აგრესიულ პრესინგს თამაშობდნენ. მხოლოდ თომას მიულერის გამოსვლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს „ბავარიელების“ ერთ-ერთი შეტევა წარმატებით დასრულდა. მეტოქე რა თქმა უნდა ბურთის გაქვითვისათვის წინ გაიქცა, მაგრამ სვენ ულრაიხმა შანსი არ დაუტოვა.

ამ გამარჯვების წყალობით „ბავარიელებმა“ ცხრილის მე-2 ადგილოსან „შალკესთან“ ქულათა სხვაობა 11-მდე გაზარდეს. კვირას „ლაიფციგმა“ შესაძლოა სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანოს.

შემადგენლობა

„კიოლნთან“ მატჩთან განსხვავებით იუპ ჰაინკესმა 6 ცვლილება განახორციელა სასტარტო შემადგენლობაში. სვენ ულრაიხმა კვლავ დაიკავა კარში ადგილი, პირველივე წუთებიდან მოედანზე მათს ჰუმელსი, ხავი მარტინესი, კინგსლი კომანი და ხამესი გამოვიდნენ. ტომ შტარკე, დავიდ ალაბა, ნიკლას ზიულე, სებასტიან რუდი, ფრანკ რიბერი და თომას მიულერი კი სათადარიგო სკამზე აღმოჩნდნენ.
ჟერომ ბოატენგმა კი პირველად გამოიყვანა გუნდი კაპიტნის სამკლაურით.

მატჩის მიმდინარეობა

„ბავარიელებმა“ პირველივე წუთიდან ინიციატივა თავის თავზე აიღეს და ბურთს აკონტროლებდნენ, რასაც მეტოქე არ ეწინააღმდეგებოდა. მეტოქე მე-2 ნომრად თამაშობდა და კარგად იცავდა კარს თავისუფალი ზონების დაკეტვით. მასპინძლები ასევე ცდილობდნენ პრესინგით მიუნხენელების სათამაშო სქემა დაერღვიათ. ასეთ სიტუაციაში ბავარიელებს სხვა არაფერი არ დარჩენოდათ და შტუტგარტის დაცვის გარღვევა ფლანგებიდან სცადეს.

აღნიშნულ ტაქტიკას წარმატება არ მოჰქონდა ბავარიელებისათვის. ზოგიერთი გადაცემა არასაკმარისად ზუსტი იყო, მაგრამ შტუტგარტის მცველებიც ყურადღებით მოქმედებდნენ.
1-ელ ტაიმში ბავარიელებმა მხოლოდ 2 სახიფათო მომენტი შექმნეს, 21-ე წუთზე ლევანდოვსკიმ შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი, მაგრამ ცილერმა მოიგერია. 36-ე წუთზე ტოლისომაც ახლო მანძილიდან ვერ აჯობა მეტოქის გოლკიპერს. სტუმრებმაც თავიანთი მხრიდან 1 სახიფათო მომენტი შექმნეს მე-7 წუთზე, რომელიც ულრაიხმა მოიგერია.

მე-2 ტაიმში იგივე სიტუაცია სუფევდა მოედანზე. მეტოქე კომპაქტურად იდგა თავისი მოედნის ნახევარზე. ბავარია კვლავ დომინირებდა, მაგრამ კარისკენ მიმავალ გზაზე გასაღები ვერ იპოვეს. 59-ე წუთზე კომანი ახლოს იყო იმასთან, რომ ანგარიში გაეხსნა, მაგრამ ცილერმა რეაგირება არ დააგვიანა. რამოდენიმე წუთის შემდეგ (67’) ბოატენგმა 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ გოლკიპერმა კვლავ გადაარჩინა თავისი გუნდი.

მხოლოდ 79-ე წუთზე რეკორდმაისტერის გულშემატკივრებმა ძლივს მოახერხეს გოლის აღნიშვნა. კომანმა მიულერს გაუკეთა გადაცემა, 25-ე ნომერმა კი ცილერს არანაირი შანსი არ დაუტოვა 1:0.
შტუტგარტმა რეაქცია გამოავლინა გაშვებულ გოლზე და მაშინვე ბავარიელთა კარისკენ გაიქცნენ ბურთის გასაქვითად, მატჩის დამატებით დროში პენალტიც მოიპოვეს, მაგრამ სვენ ულრაიხმა გუნდი გადაარჩინა და თერთმეტრიანი აიღო.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..