» » კომენტარები: შტუტგარტი 0 : 1 ბაიერნი

კომენტარები: შტუტგარტი 0 : 1 ბაიერნი

17-დეკ-2017, 02:13
0290
რთული იყო! ერთადერთი გოლის წყალობით, რომელიც თომას მიულერმა გაიტანა და სვენ ულრაიხმა კი ბოლო წუთებზე თერთმეტრიანი მოიგერია, „ბავარიამ“ 1:0 ანგარიშით „შტუტგარტი“ დაამარცხა. ამ წარმატების წყალობით რეკორდმაისტერმა მე-2 ადგილოსანს 11 ქულით გაუსწრო. „ამ მატჩში ყველაფერი იყო“, - განაცხადა ფინალური სასტვენის შემდეგ იუპ ჰაინკესმა.


მატჩის შემდგომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი: „ამ მატჩში ყველაფერი იყო. ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა, დატვირთული და დრამატული, ორივე გუნდი შესანიშნავად თამაშობდა. რთული იყო იმის დაჯერება, რომ ამ შტუტგარტს ასეთი ცოტა რაოდენობის ქულა აქვს. ჩვენს ფეხბურთელებს ახლა დასვენება ესაჭიროებათ სხეულითაც და გონებრივადაც, მაშინ დარწმუნებული ვიქნები, რომ „ბორუსიასთან“ მატჩში ჩვენ კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია მომატება“.

თომას მიულერი: „შტურგარტი არასასიამოვნო ფეხბურთს თამაშობდა. პრაქტიკულად მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ორთაბრძოლები მიდიოდა. ჩვენ წარმატებით გავართვით ამას თავი, მაგრამ საფეხბურთო კუთხით არც თუ ისე კარგად გამოვიყურებოდით. კმაყოფილები ვართ ამ გამარჯვებით, ანგარიშით და იმით, რომ ბოლო წამებზე სვენმა პენალტი მოიგერია. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ადრე უნდა გაგვეზარდა ანგარიში 2:0-მდე. ახლა გამოდის, რომ, ჩვენ ზედიზედ 3-ედ 1:0-ზე ვითამაშეთ. ჩვენ საკმაოდ გვაქვს ოსტატობა და გონება იმისათვის, რომ ასეთ მატჩებშიც კი გავიმარჯვოთ, როდესაც თამაში არ მიგვდის“.

სვენ ულრაიხი: „ამაზე უკეთეს სცენარს ვერ მოიფიქრებდი. პენალტის დროს კარგი წინათგრძნობა მქონდა. მოხარული ვარ, რომ გუნდს დავეხმარე ამ გამარჯვების შენარჩუნებაში“.

ჰანეს ვოლფი (შტუტგარტის მწვრთნელი): „მატჩი უკანასკნელი კვირების ანარეკლი გახდა. ჩვენ სულ ახლოს ვართ კარგ შედეგთან, მაგრამ მისი მოპოვება არ გამოგვდის. არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს შადრაკ აკოლოსთან. როდესაც შენს თავზე პასუხისმგებლობას იღებ, ასეთი რამ ხდება. ჩვენ ფანტასტიური 2017 წელი გვქონდა და ახლა მე-2 წრეს რთულ მდგომარეობაში ვხვდებით. მაგრამ ამ საკითხების გადაჭრას ჩვენ 13 იანვარს შევუდგებით“.

რონ-რობერტ ცილერი (შტურგარტის გოლკიპერი): „ისევე როგორც წინა კვირებში გუნდი შესანიშნავად თამაშობდა. დღევანდელი თამაში იმის ანარეკლი გახდა, რა სიტუაციაშიც ჩვენ აღმოვჩნდით. ჩვენ საკმაოდ ვფლობთ ოსტატობას და ამის დემონსტრირება უნდა შევძლოთ. მაშინ ჩვენ შევძლებთ ბუნდესლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ“.

ჰოლგერ ბადშტუბერი (შტუტგარტის მცველი): „ბავარიასთან“ მატჩებში ბევრი შანსი არასოდეს არ გეძლევა. ჩვენ რამოდენიმე გვქონდა, მაგრამ მისი რეალიზება ვერ შევძელით. დასანანია, როდესაც პენალტის რეალიზება არ ხერხდება, რომელსაც ბოლო წუთებზე მოიპოვებ“.

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..