» » "რობერის" მომავალი რეკორდმაისტერში გაზაფხულზე გადაწყდება

"რობერის" მომავალი რეკორდმაისტერში გაზაფხულზე გადაწყდება

18-დეკ-2017, 15:06
0259
“ბავარიის“ ნახევარმცველების არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. ამის შესახებ გერმანული გრანდის პრეზიდენტი ული ჰიონესი საუბრობს.

„ორივე კლუბის დამსახურებული ფეხბურთელები არიან და ზეწოლას არ ახორციელებენ ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე. ვფიქრობ, რომ თებერვალში, მარტში ან აპრილში ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. მათ იციან, რომ „ბავარია“ არასოდეს არც ერთ ფეხბურთელს დაღუპვის საშუალებას არ აძლევს“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal.

34 ფრანკ რიბერისა და 33 წლის არიენ რობენის კონტრაქტები 2018 წლის ზაფხულში იწურება. „ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღნიშნა, რომ „საქმე კლუბის წინაშე 2 დამსახურებულ ფეხბურთელს ეხება, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გაგება თუ როგორ წაუვათ მომავალში მათ საქმე. ორივესთან სერიოზული საუბარი გვექნება. ვვარაუდობთ, რომ მათთან გაზაფხულს ვისაუბრებთ“, - აღნიშნავს რუმენიგე.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..