ბავარიას ფეხბურთელში 70 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია
მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ მომავალში მათ მაღალ ფასში შეიძინონ ფეხბურთელები. ული ჰიონესს არაერთხელ უთქვამს, რომ „ბავარია“ არ მიბაძავს ზოგიერთ ევროპულ კლუბს, რომლებიც ასტრონომიულ თანხებს ხარჯავენ სუპერ ვარსკვლავების შესაძენად.
„ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი ფეხბურთელების შეძენა, როგორებიც ნეიმარი და მბაპეა. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში "ბავარიას" შეუძლია ფეხბურთელში 50, 60 ან 70 მილიონი ევრო გადაიხადოს“, - ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი ჰიონესის სიტყვებს.
„ბავარიაში“ ყოველთვის უსვამდნენ ხაზს იმას, რომ კლუბის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ აქცენტი საკუთარ კადრებზე შეაჩერონ. მიუნხენურ კლუბში კი ყველაზე მაღალი თანხა, რომელიც ფეხბურთელში გადაუხდიათ ეს რეკორდმაისტერის ფრანგი ახალწვეული კორენტენ ტოლისოა, რომელშიც "ბავარიამ" დაახლოებით 42 მილიონი ევრო გადახადა.