» » მომავალი მეტოქე: დორტმუნდის ბორუსია

მომავალი მეტოქე: დორტმუნდის ბორუსია

18-12-2017, 17:23 LEV4NI ანონსი 0

მომავალი მეტოქე: დორტმუნდის ბორუსია
2017 წლის ბოლო დაპირისპირება, რომელშიც მიუნხენის ბაიერნი მიიღებს მონაწილეობას, საკმაოდ გრანდიოზული აფიშით გამოირჩევა.

20 დეკემბერს ბავარიული კლუბი ალიანს არენაზე დორტმუნდის ბორუსიას მიიღებს და გერმანიის თასზე წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას ეცდება. თავის მხრივ, სიგნალ იდუნა პარკის ბინადრები ხსენებულ ტურნირს სრული სერიოზულობით ეკიდებიან, რაც ნამდვილად გვაძლეს იმის თქმის საშუალებას, რომ ოთხშაბათს, ალიანს არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი ძალიან დაძაბულ მატჩს იხილავს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პროგრესი ორივე გუნდის ცხოვრებაში შეინიშნება, „შავ-ყვითელთა“ რიგებზე ნამდვილად კარგი გავლენა იქონია უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, პიტერ ბოშის განთავისუფლებამ, პიტერ შტიოგერს კი ახალ კლუბში 100%-იანი შედეგი აქვს-2 მატჩი და 2 მოგება.

ცალკე სასაუბრო თემაა იუპ ჰაინკესისა და მიუნხენის ბაიერნის ურთიერთობის შესახებ, გლადბახელი ლეგენდა ბავარიულ კლუბს კვლავ „მხსნელად“ მოევლინა და რეკორდმაისტერის ავტორიტეტი როგორც გერმანიის, ისე ევროპის მასშტაბით საკადრის ადგილზე დააბრუნა.

რაც შეეხება ბუნდესლიგის გათამაშებას, ის ფაქტი, რომ პირველ ადგილს მიუნხენის ბაიერნი იკავებს, მოულოდნელობას ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა შედარებით უცნაური ამბავია რომ სატურნირო ცხრილში დორტმუნდზე წინ გელზენკირხენის შალკე დგას, რომელსაც უშუალო კონკურენტთან 2 ქულიანი უპირატესობა აქვს.

თუმცა ახლა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია რომ პოკალის თასის მორიგი გათამაშებისთვის ორივე გუნდი სრულ მზადყოფნაშია და მიუხედავად მცირე დანაკლისისა, რომელიც ორივე გუნდს აქვს გულშემატკივრები უშეღავათო ბრძოლას ელიან.

“Der Klassiker”- ოთხშაბათს ალიანს არენა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დერბის უმასპინძლებს და ამით ყველაფერი ნათქვამია, ისე კი ნამდვილად საინტერესოა თუ როგორ გაართმევს პიტერ შტიოგერი თავის პირველ სერიოზულ დავალებას თავს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ წელს მიუნხენის ბაიერნი გერმანიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე, სწორედ დორტმუნდის ბორუსიამ დაამარცხა, ანგარიშით 2:3.

ასე რომ, გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება იმის თქმა, რომ ზეგ არაჩვეულებრივ საფეხბურთო მოვლენას მივადევნებთ თვალყურს. “Der-Klassiker”-ი კი სტარტს თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.