» » ჰუმელსი დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართ მატჩს გამოეხმაურა

ჰუმელსი დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართ მატჩს გამოეხმაურა

19-12-2017, 12:12 -ss- სიახლეები / ანონსი 1

ჰუმელსი დორტმუნდის
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, გერმანიის თასის ეგიდით, დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას, 29 წლის უკანახაზელი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი ვალდებულია წარმატებული ასპარეზობა განაგრძოს და 20 დეკემბერს გასამართ მატჩში, სასურველ შედეგს მიაღწიოს.

"შემიძლია ვთქვა, რომ მოცემულ მომენტამდე ჩვენი გუნდი შესანიშნავად მუშაობდა. გარდა ამისა, გვაქვს ძალთა რეზერვი. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართ დაპირისპირებაში, წარმატების მიღწევა შეგვიძლია. დმატებითი მოტივაცია აქ უადგილოა, თუ გავითვალისწინებთ შეხვედრის მნიშვნელობას, ეს გერმანიის ცენტრალური მატჩია. მის დაწყებას მოუთმენლად ველით"-ციტირებს გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი, მატს ჰუმელსის სიტყვებს.

ზემოხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, მოკლე კომენტარი გააკეთა, მიუნხენური კლუბის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, იოშუა კიმიხმაც: "ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულებიც ვართ, დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართ შეხვედრაში წარმატებას მივაღწიოთ. თუ ამ ჩანაფიქს შევასრულებთ, მაშინ შეგვეძლება მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თავი მშვიდად ვიგრძნოთ"-აღნიშნა ახალგაზრდა "ბავარიელმა"

შეგახსენებთ, "ალიანც არენაზე" გასამართი ორთაბრძოლა, მიუნხენის "ბაიერნსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის 20 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.
1
1

dachi8 (20 დეკემბერი 2017 00:22)

ალიანც არენაზეა მატჩი და მართლაც ვალდებულები არიან მოიგონ roundfan
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.