» » პეპ გვარდიოლა: თანამედროვე ფეხბურთში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა

პეპ გვარდიოლა: თანამედროვე ფეხბურთში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა

20-12-2017, 10:38 LEV4NI ინტერვიუ 0

პეპ გვარდიოლა: თანამედროვე ფეხბურთში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ერთ-ერთ ავტორიტეტულ სპორტულ გამოცემასთან, საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა თანამედროვე ფეხბურთთან დაკავშირებით.

კატალონიელის თქმით თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, რამაც თავის მხრივ ფეხბურთელის მიმართ მოთხოვნები გაზარდა.

ამის შემდეგ კი გვარდიოლას 3 საუკეთესო მოთამაშის დასახელება თხოვეს, თავდაპირცველად პეპმა განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი მოღვაწეობს, თუმცა ესპანელმა მაინც გამოყო ის სამი მოთამაშე, რომელთანაც ურთიერთობა კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ჰქონდა.

„ჩემთვის ლეო მესი, რობერტ ლევანდოვსკი და კევინ დე ბრუინი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან, თითოეულ მათგანთან მუშაობის გამოცდილება მაქვს და კარგად ვიცი თუ რა შეუძლიათ მათ“.

შეგახსენებთ რომ პეპის, როგორც მწვრთნელის ურთიერთობა ლეო მესისთან დაიწყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კატალონიელს არგენტინელი ფეხბურთელის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

პეპის ბარსელონური ეპოქის დასრულებამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მიუნხენულის დაწყება გამოიწვია, გვარდიოლამ ბავარიულ კლუბში რობერტ ლევანდოვსკი დაიმატა და ცენტრ-ფორვარდის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში მოაგვარა. პოლონელი მოთამაშე ბაიერნისთვის შეუცვლელი ფიგურა გახდა და გუნდის თითოეული წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

გერმანიაში ყოფნის დროს გვარდიოლა ხშირად აღნიშნავდა იმას, რომ რობერტი მოედნის გარეთაც პროფესიონალი სპორტსმენი იყო რაც მისი წარმატების მთავარი მიზეზი იყო.

ახლა კი, პეპი მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელია, იმ გუნდის, რომლის უდავო ლიდერი ბელგიელი კევინ დე ბრუინია. კევინმა ბრიტანულ ფეხბურთს ალღო ძალიან ადვილად აუღო და დღეს არათუ ინგლისის არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელია.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.