» » Goal: ჰაინკესმა საკუთარი ფეხბურთელები შეაქო

Goal: ჰაინკესმა საკუთარი ფეხბურთელები შეაქო

20-დეკ-2017, 11:49
0314
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საქებარ სიტყვებს არ იშურებს საკუთარი ფეხბურთელების მისამართით და აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანი მაღალი პროფესიონალიზმით უდგება, ინდივიდუალურ თუ გუნდურ ვარჯიშებს. 72 წლის ლეგენდარულმა სპეციალისტმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, კინგსლი კომანის, რობერტ ლევანდოვსკის და ნიკლას ზულეს მიმართ და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"კინგსლი კომანს შესანიშნავი მომავალი აქვს. ეს ფეხბურთელი, ბაიერნისათვის ერთგვარ გარანტს წარმოადგენს, უახლოეს მომავალში. შესაძლოა ერთ დროს, იგი "ბავარიის" აბსოლუტურ ლიდერადაც კი მოგვევლინოს. მისი საფეხბურთო მახასიათებლები, გამორჩეულია მაღალი სიჩქარით, დრიბლინგით და შესანიშნავი გადაცემების უნარით. გარდა ამისა, მას აქვს მოედნის ხედვა და გერმანულ ენასაც კარგად ფლობს. ასე, რომ მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია"-აღნიშნა ჰაინკესმა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ბავარიელთა" დამრიგებელმა კომპლიმენტები არ დაიშურა ნიკლას ზულეს მისამართითაც. "მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, რაღაც ცალკეული მონაკვეთებს თუ არ ჩავთვლით, ნიკლას ზულემ ღირსეული და რიგ შემთხვევებში, შესანიშნავი ფეხბურთიც კი აჩვენა. ეს ფეხბურთელი პროგრესირებას განაგრძობს. ის შესანიშნავი ახალგაზრდაა. გამოირჩევა გონიერებით, იღებს შენიშვნებს და საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობს"

ვრცელი ინტერვიუს დასასრულს, იუპ ჰაინკესმა პოლონელი გოლიადორის თამაშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მისთვის რობერტ ლევანდოვსკი პლანეტის სამ საუკეთესო ფორვარდთა შორისაა.

"თანამედროვე ფეხბურთში, არ არის ბევრი მოთამაშე, რომელსაც მსგავსი საფეხბურთო მახასიათებლები გააჩნია. ჩემთვის რობერტ ლევანდოვსკი, მსოფლიოს სამ საუკეთესო ფორვარდთა შორისაა. სამწუხაროდ ბოლო დროის განამავლობაში, რობერტს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. როდესაც შენ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, საკუთარი შესაძლებლობების ას პროცენტს ვერ ავლენ. სეზონის მეორე წრეში, ლევანდოვსკი "ბაიერნისათვის" კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფეხბურთელად მოგვევლინება. მას გააქვს, გოლები როდესაც გუნდს ეს განსაკუთრებით სჭირდება. მე მისით უაღრესად კმაყოფილი ვარ"-დაასრულა ჰაინკესმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..