» » მარტინესი 2012 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას იხსენებს

მარტინესი 2012 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას იხსენებს

20-დეკ-2017, 13:08
0349
"რეკორდმაისტერის" ესპანელი ლეგიონერი ხავი მარტინესი, ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან საუბრისას, 2012 წელს მიღებულ გადაწყეტილებას იხსენებს. 29 წლის ფეხბურთელის განცხადებით, იმ პერიოდში მას ალტერნატიული შეთავაზებაც გააჩნდა, თუმცა მიუნხენურ წინადადებაზე თანხმობის მიცემა, არ უყოყმანია.

"მე მქონდა ორი შემოთავაზება. ერთი გერმანიიდან, ხოლო ერთი ინგლისიდან. ფინანსური თვალსაზრისით, ორივე ეს წინადადება თითქმის ერთნაირად გამოიყურებოდა. ინგლისური კლუბის შეთავაზება, ოდნავ უფრო მომგებიანი იყო. მაგრამ როდესაც მე მიუნხენის "ბაიერნის" წარმომადგენელმა მკითხა, ვიყავი თუ არა თანახმა "ბავარიის" რიგებში მეთამაშა და მეცხოვრა ამ ქალაქში... ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. მე სულ მცირედიდაც კი არ მიყოყმანია, იმაზე რომ "ბაიერნში" ასპარეზობა მსურდა"-განაცხადა მარტინესმა.

შეგახსენებთ, 2012 წელს მიუნხენის "ბაიერნმა" ხსენებული ფეხბურთელის ტრანსფერისათვის, 40 მილიონი ევრო გაიღო. ხავი მარტინესსა და მიუნხენურ კლუბს შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, მარტინესმა "ბავარიის" მაისურით სულ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა ერთი გატანილი გოლის და ერთი შედეგიანი გადაცემის ავტორი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..