» » მიულერი: წინ მძიმე მატჩი გველის

მიულერი: წინ მძიმე მატჩი გველის

20-დეკ-2017, 13:45
0322
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი, თომას მიულერი გერმანიის თასის ეგიდით, დორტმუნდის "ბორუსიასთან", დღეს გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. ბავარიელი ფეხბურთელის განცხადებით, მის კლუბს წინ უმძიმესი მატჩი ელის და ხსენებულ დაპირისპირებას, ნამდვილი საფეხბურთო დუელი უწოდა.

"ცალსახად, ეს გერმანულ ფეხბურთში არსებული ყველაზე ცხელი დუელია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა გველის წინ. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ საკუთარი თამაში და არ მივცეთ საშუალება დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელებს, გამოავლინონ საკუთარი ძლიერი მხარეები"-ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" პრეს-სამსახური, თომას მიულერის სიტყვებს.

ხსენებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, მიუნხენური კლუბის დამრიგებელმა იუპ ჰაინკესმაც. მისი განცხადებით, მეტოქე გუნდი, ახლა უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე ეს რამდენიმე კვირის წინ იყო და საკუთარ ფეხბურთელებს მოუწოდა, მწვანე საფარზე, მაქსიმალური კონცენტრაციით გავიდნენ.

"მოცემულ მონეტში, ეს სეზონის უმთავრესი მოვლენა გახლავთ. ვფიქრობ ეს იქნება შესანიშნავი შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალს. დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელებში კვლავაც ერთიანობა სუფევს. სწორედ ამიტომ, ისინი ახლა უფრო საშიშები იქნებიან, ვიდრე ამას ზოგიერთი მიიჩნევს. ხსენებულ მოწინააღმდეგეს, სრული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ. დორტმუნდელები "ალიანც არენას" დიდი ამბიციებით ესტუმრებიან"-აღნიშნა ჰაინკესმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..