» » "ბავარიამ" დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხა

"ბავარიამ" დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხა

21-12-2017, 11:42 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

ოთხშაბათს, 20 დეკემბერს გერმანიის თასის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საშინაო კედლებში, დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 შეძლო, სტუმარი გუნდის დამარცხება. ჟერომ ბოატენგისა (მე-12 წ ) და თომას მიულერის (მე-40 წ) მიერ გატანილ გოლებს, დორტმუნდელებმა იარმოლენკოს თავური დარტყმით უპასუხეს (77-ე წ) და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

იუპ ჰაინკესი - "თუ შეხვედრას მთლიანი 94 წუთის განმავლობაში განვიხილავთ, ვნახავთ რომ ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. მიულერს ანგარიშის 3-0-მდე გაზრდის საშუალება ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში შეგვეძლებოდა თავი მშვიდ გარემოში გვეგრძნო. შეხვედრის პირველ ნახევარში, დიდი ძალების გაღება მოგვიხდა. გუნდმა ძალიან ბევრი ირბინა. როდესაც ასე ბევრს დარბიხარ უნდა გაიტანო კიდეც, რაც არ მოხდა და შეხვედრის გადამწყვეტ ეტაპზე, მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან, დიდ წნეხის ქვეშ მოვყევით. ასევე აღსანიშნავია, რომ იღბალი დღეს ჩვენს მხარეს იყო. მოცემულ მომენტში, ჩვენი სუსტი წერტილი მომენტების რეალიზაცია გახლავთ"

პეტერ შტიოგერი ("ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი)-"ვფიქრობ რომ ბავარიამ დამსახურებულად გაიმარჯვა. შეხვედრის პირველ ტაიმში, ჩვენ ვერ შევძელით იმის განხორციელება, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. დაგვაკლდა მონდომება, გამბედაობა. ამას დამატებული ცუდი გადაცემები და მოგებული ორთაბრძოლების ძალიან მცირე რაოდენობა. მეორე ნახევარში, უკეთ ვმოქმედებდით. მე დავინახე ჩემი ფეხბურთელების მიერ გამოვლენილი რეაქცია, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ოდნავ რომ გაგვმართლებოდა, ბრძოლას ექსტრა-ტაიმში განვაგრძობდით. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დამარცხება კანონზომიერია"

თომას მიულერი : "შეხვედრის მეორე ტაიმში, ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით, უკმაყოფილო ვარ. ჩვენ ძალზედ პასიურად ვმოქმედებდით. როდესაც მატჩი 2-0 მიგყავს, ასეთ დროს უკანა ხაზის მოქმედებაში შესაძლოა მოდუნება შეინიშნებოდეს. ჩვენ მივეცით დორტმუნდელ ფეხბურთელებს თამაშის საშუალება, მათ კი ცოტა დააკლდათ ანგარიშის გასათანაბრებლად. მთლიანობაში, მთავარია რომ გავიმარჯვეთ. გუნდმა დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ ჩვენი თამაში კვლავაც განსახილველია. ახლა კი უნდა მივულოცოთ ერთმანეთს, ხოლო შემდგომ ზამთრის შესვენება გველის."

მარსელ შმელცერი- " შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენ გაგვიმართლა, რომ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში, მხოლოდ 2-0 იყო. ასე თამაში დაუშვებელია. შესვენების შემდგომ ჩვენ სწორი მოქმედება ვაჩვენეთ"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.