» » "ბავარიამ" სანდრო ვაგნერი გაიფორმა

"ბავარიამ" სანდრო ვაგნერი გაიფორმა

21-12-2017, 22:32 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 5

მიუნხენის „ბავარიამ“ „ჰოფენჰაიმის“ თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი გაიფორმა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გერმანიის ნაკრების 30 წლის ფორვარდი, 2018 წლის 1 იანვარს რეკორდმაისტერთან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომელიც 2020 წლამდე იქნება გათვლილი.

სანდრო ვაგნერი მიუნხენში დაიბადა, აქ ცხოვრობს მისი ოჯახიც. სანდრო „ბავარიის“ ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, ხოლო პროფესიონალურ დონეზე მისი დებიუტი 2007-2008 წლის სეზონში შედგა. „ბავარიის“ შემადგენლობაში მაშინ მან 4 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში. შემდეგ მან სხვადასხვა კლუბები გამოიცვალა „დუისბურგი“, „ვერდერი“, „კაიზერსლაუტერნი“, „ჰერტა“ და „დარმშტადტი“ სანამ „ჰოფენჰაიმში“ გადავიდოდა. „ჰოფენჰაიმის“ რიგებში ფორვარდმა 50 ოფიციალური მატჩი ჩაატარა (18 გოლი) და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი გახდა (7 მატჩი / 5 გოლი).

ვაგნერი 2009 წლის ევროპის (U21) ჩემპიონი გახლავთ და 2017 წლის კონფედერაციის თასის მფლობელი.
2 იანვარს ვაგნერი „ბავარიასთან“ ერთად კატარში სავარჯიშო შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც მეორე წრისათვის მომზადება დაიწყება.

„მე ძალიან მოხარული ვარ. დიდხნიანი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. კვლავ სახლში დავბრუნდი, ჩემს კლუბში და ჩემს სამშობლოში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი გამოვიდა. „ბავარია“ - საუკეთესო კლუბია გერმანიის და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. როდესაც წინადადება მივიღე, დიდი ხანი არ მიფიქრია“.

სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ასევე თავისი კმაყოფილება გამოხატა თავდამსხმელის გაფორმების გამო. „სანდრო ვაგნერის სახით „ბავარია“ კიდევ ერთი ნაკრების ფეხბურთელით შეივსება. ჩვენ დარწმუნებვულნი ვართ, რომ სანდრო ვაგნერი თავისი თვისებებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე გუნდის საერთო დონეს კიდევ უფრო აწევს“.
1
0

dachi8 (22 დეკემბერი 2017 01:12)

LEV4NI,
თვითონ აირჩია ეგ ნომერი kricha მე 14 ნომერი მინდოდა, მაგრამ დაკავებულიაო და 2 ნომერიც აქტუალურია ჩემთვის, 2-ედ ვარ ბავარიაშიო kricha

-ss-,
კი მაგ სიმაღლეა, კარგია ნამდვილად, ლევისაც არ აწყენდა კონკურენცია trafaret
0

-ss- (21 დეკემბერი 2017 23:07)

dachi8,
მართლა მაგ სიმაღლეა? კუთხურებზე მაგრად დაგვეხმარება yes
0

LEV4NI (21 დეკემბერი 2017 23:02)

ეს ორი ნომერი რატო მისცეს თავდამსხმელს? cempatls ok dbay
0

-ss- (21 დეკემბერი 2017 22:35)

ბავშობიდან უყვარდა ორიანები :))
0

dachi8 (21 დეკემბერი 2017 22:34)

1,94 სიმაღლისაა, ნოიერზე მაღალია kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.