» » შტარკე: შესაძლოა შემდეგ სეზონშიც ვითამაშო

შტარკე: შესაძლოა შემდეგ სეზონშიც ვითამაშო

22-დეკ-2017, 11:27
0240
მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანი კარის დარაჯი ტომ შტარკე, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან საუბრისას, არ გამორიცხავს, რომ მომავალ საფეხბურთო სეზონშიც, "რეკორდმაისტერის" აქტიურ ფეხბურთელად მოგვევლინოს. 36 წლის გოლკიპერის განცხადებით, მისი ფიზიკური კონდიციები იძლევა იმის საშუალებას, რომ მიუნხენურ კლუბს, ნებისმიერ დროს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება.

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საფეხბურთო მოედანზე მუშაობა. განსაკუთრებით, ახლა როდესაც მიუნხენის "ბაიერნის" სათავეში კვლავ იუპ ჰაინკესია. კლუბის მიერ გამართულ ვარჯიშებზე, შესანიშნავი მიკრო-კლიმატი სუფევს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გავაგრძელებ თუ არა ასპარეზობას მომავალ საფეხბურთო სეზონში, შემიძლია გითხრათ რომ გამორიცხული არაფერია. ჰაინკესის მთავარ მწვრთნელად დაბრუნებაც, არავის არ წარმოედგინა. თუ კლუბს, ჩემი დახმარება დასჭირდება, მე მზად ვარ ამისათვის"-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი, ტომ შტარკეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ზემოხსენებულმა ფეხბურთელმა, მიმდინარე წლის ზაფხულში, საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა და აქტიურ ფეხბურთს დაემშვიდობა, თუმცა მანუელ ნოიერისა და სვენ ულრახის ტრავმიანობის გამო, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია და დღეს იგი კვლავაც, მიუნხენის "ბაიერნის" ღირსების დამცველია.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..