» » ჰიტცფელდი: ამ ორი ფეხბურთელის შედარება დაუშვებელია

ჰიტცფელდი: ამ ორი ფეხბურთელის შედარება დაუშვებელია

22-დეკ-2017, 12:52
0233
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი, "რეკორდმაისტერსა" და სანდრო ვაგნერს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მიესალმება. ამის შესახებ 68 წლის სპეციალისტმა, ინტერნეტ-გამოცემა Spox-თან საუბრისას განაცხადა. ჰიტცფელდის თქმით, ვაგნერის ტრანსფერი მიუნხენურ კლუბს წაადგება, მაგრამ ამავედროს იგი მოუწოდებს გულშემატკივარს, ფეხბურთელის მიმართ ზედმეტი მოთხოვნებისაგან თავი შეიკავონ.

"ვაგნერი არასდროს არ გამოირჩეოდა, ძლიერი ათლეტური მონაცემებით. ამ მხრივ მას გარკვეული სირთულეები ჰქონდა. სწორედ ამიტომ, მთელი ამ წლების განმავლობაში, მის მიერ მიღწეული პროგრესი, ორმაგად დასაფასებელია. მიუხედავად აღნიშნულისა, არ შეიძლება ხსენებულ ფეხბურთელს ზედმეტი რამ მოვთხოვოთ. დაუშვებელია მისი და რობერტ ლევანდოვსკის შედარება, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფორვარდია."-აღნიშნა ლეგენდარულმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნსა" და საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმს" შორის, სანდრო ვაგნერის ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებათა პროცესი წარმატებით დასრულდა. გერმანულმა გრანდმა ხსენებულ ფეხბურთელთან ხელშეკრულება, 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..