» » მათეუსი: მწვრთნელად მუშაობა არ მსურს

მათეუსი: მწვრთნელად მუშაობა არ მსურს

22-12-2017, 13:37 -ss- სხვადასხვა 0

მათეუსი: მწვრთნელად მუშაობა არ მსურს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ლოთარ მათეუსის განცხადებით, მას მთავარ მწვრთნელად მუშაობის სურვილი არ აქვს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ვეტერანმა ბავარიელმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა კლუბებიდან, შემოთავაზებები გააჩნია, თუმცა იგი არ არის მზად, ხსენებულ საქმიანობას მიუბრუნდეს.

"ბულგარეთის ეროვნული ნაკრების თავკაცის რანგში, ჩემი მუშაობის შემდგომ, სამწვრთნელო სკამისაკენ არაფერი მიზიდავს. რა თქმა უნდა, დღემდე ვიღებ კონკრეტულ წინადადებებს, მათ შორის გერმანიიდანაც, მაგრამ თუ შენ მთელი ასი პროცენტით არ ხარ კონცენტრირებული ამ მიმართულებით, მაშინ სჯობს საერთოდ არ იმუშაო ხსენებულ სფეროში. სპორტში არასდროს ხმარობენ სიტყვას "არასდროს", თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ 99 პროცენტით, მე მთავარ მწვრთნელად აღარ ვიმუშავებ"-ციტირებს გამოცემა Goal-ი, ექს-ბავარიელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების გარდა, ლოთარ მათეუსი სხვადასხვა დროს წვრთნიდა, უნგრეთის ნაციონალურ გუნდს, საფეხბურთო კლუბ "პარტიზანს" და ვენის "რაპიდს", თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი სამწვრთნელო საქმიანობა, არ აღმოჩნდა ისეთივე წარმატებული, როგორც მისი პროფესიული საფეხბურთო კარიერა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.