» » როდრიგესი : მიუნხენი შესანიშნავი ქალაქია

როდრიგესი : მიუნხენი შესანიშნავი ქალაქია

23-დეკ-2017, 12:44
0343
მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ გერმანიაში მისი ადაპტაციის პროცესი, წარმატებით მიმდინარეობს. 26 წლის ლეგიონერმა, ასევე ისაუბრა მადრიდის "რეალისა" და "ბავარიის" შესახებ და მათ შორის ერთგვარი პარალელები გაავლო.

"ბავარიაში ყველაფერი შესანიშნვად არის. აქედან გამომდინარე მაქვს, გრძნობა თითქოს, აქ უკვე მრავალი წელია ვთამაშობ. მიუნხენის "ბაიერნი" იმყოფება ზუსტად იმავე დონეზე, სადაც მადრიდის "რეალია". ორივე ეს კლუბი, უმაღლესი კლასისაა. მათ უმთავრეს მიზანს, მუდმივად ტიტულებისთვის ბრძოლა წარმოადგენს, გარდა ამისაა, ხსენებული გუნდები შეჩვეულნი არიან, მათ შენარჩუნებასაც"

"რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი ადაპტაციის პროცესი, შემიძლია გითხრათ, რომ მე მიუნხენი ძალიან მომწონს. ცოტა ცივა, მაგრამ უკვე შევეჩვიე. აქ ახალი ცხოვრება დავიწყე. მიუნხენი შესანიშნავი ქალაქია"-ციტირებს გამოცემა Sport1-ი, "ბავარიელი" ნახევარმცველის სიტყვებს.

ხამეს როდრიგესმა, მიუნხენური კლუბის მაისურით, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ბუნდსლიგის თორმეტ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ექვს და გერმანიის თასის, ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხსენებული ტურნირების ჯამურ აქტივში, მის ანგარიშზე ორი გატანილი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..