» » რუმენიგეს საშობაო წერილი "ბავარიელებს"

რუმენიგეს საშობაო წერილი "ბავარიელებს"

24-12-2017, 12:48 -ss- სიახლეები 0

რუმენიგეს საშობაო წერილი
გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს კლუბის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს საშობაო მისალოც წერილს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მიუნხენის "ბაიერნის" ძვირფასო წევრებო და გულშემატკივრებო, ჩვენ ძალიან იშვიათად გვიწევს, საშობაო დღესასწაულის აღნიშვნა, ასეთ მშვიდ გარემოში. შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილები იმით თუ როგორ სრულდება 2017 წელიწადი ჩვენი კლუბისათვის. მიმდინარე წლის ზაფხულში, ჩვენ გერმანიის ჩემპიონობის ზედიზედ მეხუთედ გამარჯვება ვიზეიმეთ, ეს ისტორიული მოვლენაა. ბაიერნის ასეთი დომინირება, არ ყოფილა თვით ოქროს "70-იანებშიც" კი. ჩვენი გუნდი მზად არის ამ შესანიშნავი სერიის გასაგრძელებლად. ზედიზედ შვიდჯერ გავდივართ ზამთრის შესვენებაზე, "შემოდგომის ჩემპიონის" ტიტულით, უახლოეს მდევარს კი თერთმეტქულიანი სხვაობით ვუსწრებთ. მე ამას გრანდიოზულ მოვლენად მივიჩნევ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ასევე სწორი მიმართულებით მივდივართ უეფას ჩემპიონთა ლიგის და გერმანიის თასის ტურნირებზე. ამ მიღწევებისათვის, მსურს მთელი გულით, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს. უყურო მათ ცეკვას, სამ სხვადასხვა ქორწილში, ეს შესანიშნავი რამ არის.

მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, იუპ ჰაინკესს და მთელ სამწვრთნელო შტაბს. იუპმა დაუჯერებელი "ქამ-ბექი" შემოგვთავაზა. მისი თაოსნობით, გუნდის მიერ გამართული 16 შეხვედრიდან 15-ში გავიმარჯვეთ. ღრმად მწამს, რომ ზამთრის შესვენების შემდგომ, იგი კვლავ წარმატებით განაგრძობს ჩვენი გუნდის განვითარებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეორე წრისათვის მოსამზადებელი პერიოდი, ამჯერად ძალიან ხანმოკლე იქნება. მსურს ასევე, მადლობა გადავუხადო კარლო ანჩელოტის, რომელთან ერთადაც, ჩვენ ბუნდესლიგის ტიტული ზედიზედ მეხუთედ მოვიპოვეთ.

დასასრულს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს. პრეზდიუმისა და სამეთვალყურეო საბჭოს თანამშრომლებს, ული ჰიონესის თაოსნობით. ასევე ადმინისტრაციას და მთლიანად "ბავარიულ ოჯახს". მადლობა თქვენი მონდომებისათვის, გვერდში დგომისათვის, ნდობისათვის, გერმანიის ერთგულებიისათვის, იმ მხარდაჭერისათვის რასაც "ბავარიის" მიმართ იჩენთ. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტებია, რომელიც მიუნხენურ კლუბს უნიკალურს და განსაკუთრებულს ხდის.

მიუნხენის "ბაიერნის" ძვირფასო წევრებო და გულშემატკივრებო, მსურს გისურვოთ ბედნიერი შობა. დატკიბით ამ დროის განმავლობაში, ხოლო შემდგომ წარმატებულად დაიწყეთ 2018 წელი. ყველაზე გვიან, ჩვენ ერთმანეთს მეორე წრის დასაწყისში, 12 იანვარს შევხვდებით.

საუკეთესო სურვილებით, კარლ-ჰაინც რუმენიგე
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე."
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.