» » T-online: ბერტი ფოგთსის რჩევა "ბაიერნს"

T-online: ბერტი ფოგთსის რჩევა "ბაიერნს"

25-12-2017, 10:41 -ss- სიახლეები 0

T-online: ბერტი ფოგთსის რჩევა
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბერტი ფოგთსი, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობას რჩევას აძლევს. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, "რეკორდმაისტერმა" საკუთარ სატრანსფერო პოლიტიკას უნდა გადახედოს და ამავე დროს, იუპ ჰაინკესთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწიოს.

"ვფიქრობ უმჯობესია, შეიძინო ერთი ფეხბურთელი 80-90 მილიონ ევროდ, ვიდრე სამ უღიმღამო მოთამაშეში, ყოველ ჯერზე 20 მილიონი იხადო. "ბაიერნს" შეუძლია საკუთარ თავს მსგავსი ფუფუნება მისცეს. "ბავარიას" განსაკუთრებით, ფლანგის შემტევი ფეხბურთელები ესაჭიროება. გარდა ამისა, მიუნხენური კლუბისათვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუკი იუპ ჰაინკესი, მოქმედ ხელშეკრულებას, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებდა."-ციტირებს გამოცემა T-online, ბერტი ფოგთსის სიტყვებს.

იუპ ჰაინკესისა და მიუნხენის "ბაიერნის" მომავალ ურთიერთობასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, გერმანული გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.

"არ მსურს იუპ ჰაინკესის მიმართ, ერთგვარი ზეწოლა განვახორციელო. თავდაპირველად უკეთესია, გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებას დაველოდოთ. დაე იუპმა საკუთარ ოჯახთან ერთად დაისვენოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარების გაკეთება აღარ მსურს"-აღნიშნა "ბავარიელთა" ხელმძღვანელმა, ინტერნეტ-პორტალ Goal-ის ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.