» » აუგენტალერმა ბაიერნისათვის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

აუგენტალერმა ბაიერნისათვის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

26-12-2017, 20:10 dachi8 სიახლეები 0

აუგენტალერმა ბაიერნისათვის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
“ბავარიის“ ყოფილმა მცველმა კლაუს აუგენტალერმა აზრი გამოთქვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რეკორდმაისტერის მომავალი მწვრთნელი.

იუპ ჰაინკესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი თანამდებობა ამ სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს, იმის მიუხედავად რომ ხელმძღვანელობა ძალ-ღონეს არ იშურებს, გერმანელი სპეციალისტი კიდევ ერთი სეზონით დარჩენაში დაარწმუნონ. ყვითელი პრესა თავის მხრივ კი შესაძლო კანდიდატებზე მსჯელობს, მათ შორის იულიან ნაგელსმანიც მოიაზრება.

თვითონ აუგენტალერმა ამასთან დაკავშირებით „ლივერპულის“ გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოიხსენია.

„სასურველი იქნებოდა, რომ „ბავარიის“ ახალ მწვრთნელს 2019 წელს ჩაებარებინა კლუბი. შემიძლია წარმოვიდგონო გუნდის სათამაშო მოდელი იურგენ კლოპის მეთაურობით. ჩემი მე-6 გრძნობა მეუბნება, რომ ის საუკეთესო კანდიდატურა იქნებოდა. მას გამოცდილება აქვს, რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ აქვს ისეთ სპეციალისტებს, როგირიც ნაგელსმანია. ეს საერთაშორისო არენაზე ასპარეზობის გამოცდილებასაც ეხება“, - ციტირებს აუგენტალერის სიტყვებს tz.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.